დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330090020.35.132.016336 |
|
„თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის ტერიტორიაზე დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
|
| მუხლი 1 |
„თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის –
ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის №50 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 24/09/2012, სარეგისტრაციო კოდი: 330090020.35.132.016140) შეტანილ იქნას ცვლილება და დადგენილების მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს 4.11 პუნქტი, ხოლო მე-4 მუხლის 4.10 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„4.10. დადგინდეს (გარდა სსზ-3-ში არსებული მრავალბინიანი სახლებისა, ასევე აუქციონის წესით შეძენილ მიწის ნაკვეთებზე და მასზე განთავსებული მრავალბინიანი შენობა-ნაგებობებისა) ერთსართულიანი, ორსართულიანი და სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთის საზღვრები: ა) ერთსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 0.6-მდე; ბ) ორსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2 = 0.8-მდე; გ) სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისათვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი კ-2=1.3-მდე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები