„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22149
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 22/08/2017
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 22/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016416
22149
22/08/2017
ვებგვერდი, 29/08/2017
000000000.00.00.016416
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №22149

2017 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებმეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის  13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის 13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების:

) მე-4 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ე“ ქვეპუნქტი:

„ა.ე) პირი წერილობითი განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.“;

 ა.ბ) მე-8 პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელთან გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლების თანხებზე, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე მცირდება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პერიოდისათვის (თარიღისათვის) რიცხული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან მოსაკრებლის თანხა (გარდა გადაუხდელი მიმდინარე გადასახდელებისა) და კეთდება ჩანაწერი შემდეგი წესით: ბარათზე მე-7 ან/და მე-8 სვეტში „შემცირებულია“ აისახება შეთანხმებით გათვალისწინებული ძირითადი გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის თანხა, მე-12 სვეტში „საურავის თანხა“. ამ ოპერაციებით შემცირებული თანხის გასწვრივ მე-3 გრაფაში „ოპერაციის შინაარსი“ გაკეთდება ჩანაწერი „საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული დავალიანების/მოსაკრებლის გადატანა დროებით აღრიცხვის ბარათზე;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლების თანხების შემცირება პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე ხორციელდება გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის სახეების მიხედვით და გადაიტანება დროებით ბარათზე ასევე გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის სახეების მიხედვით;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელთან ფორმდება საგადასახადო შეთანხმება საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლების თანხაზე, რომელზეც სრულად ან ნაწილობრივ მიმდინარეობს საგადასახადო დავა და დამატებით დარიცხული ვალდებულება ასახულია დროებითი აღრიცხვის ბარათზე, საგადასახადო ორგანო საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმების შემდეგ სადავო ვალდებულებას დროებითი ბარათიდან გადაიტანს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე შესაბამისი სავადოებით და საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლის თანხას დადგენილი წესით გადმოიტანს დროებითი აღრიცხვის ბარათზე;

დ) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში დროებითი აღრიცხვის ბარათზე უკუოპერაციით ნულდება პირადი აღრიცხვის ძირითადი ბარათიდან გადმოტანილი აღიარებული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლების თანხა და შეთანხმების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების (გადასახდელი თანხის) დარიცხვა ხორციელდება ჯარიმებში ამ შეთანხმების ფარგლებში გამოცემული შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;

ე) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება, შესაბამისად, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე საგადასახადო დავალიანება/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლის თანხა ექვემდებარება აღდგენას სრული ოდენობით, რომლის გადმოტანა განხორციელდება დროებითი აღრიცხვის ბარათიდან უკუოპერაციებით შესაბამისი გადასახადის/მოსაკრებლის ან/და სანქციის სახეებისა და სავადოების მიხედვით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს ჯარიმებში დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით;“.

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ჩამოწერას ექვემდებარება: 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2011 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება);“.

გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით: 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2013 წლის 1 იანვრისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება – გადასახადის თანხის ნაწილში და პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება);“.

) მე-13 მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე (დანართი №2) აისახება დამატებით დარიცხული საგადასახადო და არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს           საგადასახადო ორგანო) ვალდებულები, რომელიც არ არის აღიარებული (მიმდინარეობს დავა) და საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლის თანხები.“;

დ.ბ) მე-2 პუნქტის:

დ.ბ.ა) „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ა) მე-5 სვეტში იწერება საგადასახადო მოთხოვნით ან საგადასახადო ორგანოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებით დამატებით დარიცხული საგადასახადო და არასაგადასახადო ვალდებულებები ძირითადი გადასახადისა და სანქციების თანხები. ასევე საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული დავალიანების/დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლის ძირითადი ნაწილისა და ჯარიმის თანხა;

დ.ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მე-7 სვეტში იწერება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების ან/და მოსაკრებლის თანხების საურავი, რომელზეც გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება და ვალდებულების შესრულებამდე გადმოტანილ იქნა პირადი აღრიცხვის ძირითადი ბარათიდან;“.

დ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში მონაცემების აღრიცხვას და ჩაწერას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) დროებით ბარათზე უნდა აისახოს საგადასახადო დავალიანების/ დავალიანების ნაწილის ან/და მოსაკრებლის თანხის ის ოდენობა, რომლის შემცირებაც ხდება საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადის/მოსაკრებლის სახეებისა და ჯარიმის მიხედვით. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა აისახება დროებითი ბარათის მე-5-6 სვეტში, ხოლო საურავი – მე-7 სვეტში;

ბ) საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ბარათის მე-3 სვეტში იწერება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მონაცემები (თარიღი და ნომერი), ბარათის მე-2 სვეტში იწერება ამ აქტით განსაზღვრული გადასახადის/მოსაკრებლის სახე – ჯარიმები. შესაბამისად, დროებით ბარათზე ზემოაღნიშნული ოპერაციის განხორციელებასთან ერთად ბარათზე უკუოპერაციით ნულდება ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ასახული თანხები;

გ) იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა საგადასახადო ვალდებულება/მოსაკრებლის თანხები, რომელიც გადმოტანილ იქნა დროებითი აღრიცხვის ბარათზე, გადმოტანის სავადო თარიღით დაერიცხება (აღდგება) პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.“;

დ.დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილ იქნა „შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესის, ასევე აუდიტის და საბაჟო დეპარტამენტებში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანების დანართი 7-ით დამტკიცებული განცხადება „გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმისა და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის აღიარების შესახებ“ საგადასახადო მოთხოვნის/სამართალდარღვევის ოქმის, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების ან საგადასახადო ორგანოს მიერ დამატებით დარიცხული თანხების შესახებ მიღებული სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებით დარიცხული თანხების აღიარების შესახებ, დავების დეპარტამენტის მიერ განცხადების საჩივრების პროგრამაში დარეგისტრირება ჩაითვლება შესაბამის ინფორმაციად და გადასახადის გადამხდელის დროებითი აღრიცხვის ბარათზე ასახული შესაბამისი თანხები ავტომატურ რეჟიმში გადატანილი იქნება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი                                                  გ.  თაბუაშვილი