დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.103.016236 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
აკრძალულია მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა:
ა) საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში; ბ) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. |
| მუხლი 2 |
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატის გასაკრავად განთავსდეს სპეციალური სტენდები (შემდგომში – სტენდი) დანართი №2-ით განსაზღვრულ ადგილებზე. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). |
| მუხლი 4 |
საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. |
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების პირველი მე-2 და მე-4 მუხლების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ემუქრება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. |
| მუხლი 6 |
გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია. |
| მუხლი 7 |
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. |
| მუხლი 8 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკულტო და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხა
|
|
დანართი №2
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ უბნებში საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატების განსათავსებელი სტენდების ადგილები:
|
1. № 47.01 – სეტი, მესტიის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), სპორტის დარბაზის შენობის მიმდებარე ტერიტორია, ბეთლემის ქ.№-12.
2. № 47.02 – ლანჩვალი. ლანჩვალის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), მიხეილ ხერგიანის სახ. საჯარო სკოლის შენობა კინოთეატრის შენობის მიმდებარე ტერიტორია, ბექნუ ხეგიანის ქ.№13. 3. № 47.03 – მაზერი, მაზერის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), საჯარო სკოლის შენობის მიმდებარე ტერიტორია. 4. № 47.04 – უშხვანარი, უშხვაანარის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ბეჩოს საჯარო სკოლის მე-2 სასწავლო კორპუსის შენობა. 5. № 47.05 დოლასვიფი, დოლასვიფის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ბეჩოს საჯარო სკოლის 1-ლი სასწავლო კორპუსის შენობა. 6. № 47.06 – ბარში, ბარშის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია. 7. № 47.07 – ლანტელი, ლანტელის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ამბულატორიის შენობა. 8. № 47.08 – ისკარი, ისკარის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. 9. № 47.09 – ებუთი, ებუთის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ბიბლიოთეკის შენობის მიმდებარე ტერიტორია. 10. № 47.10 – კალაში, კალაშის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), მურღვლიანების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია. 11. №- 47.11 – იფარი, იფარის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. 12. № 47.12 – ადიში, ადიშის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ქალდანის კერძო სახლი. 13. № 47.13 – კალა, კალას საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ყოფილი საკრებულოს შენობა. 14. № 47.14 – ლახუშდი, ლახუშდის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), დაწყებითი სკოლის მიმდებარე ტერიტორია. 15. № 47.15 – იენაში, იენაშის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია. 16. № 47.16 – ლეშუკვის, ლეშუკვის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), გ. ივეჩიანის კერძო სახლი. 17. № 47.17 – ლახამულა, ლახამულის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ადმინისტრაციული შენობა. 18. № 47.18 – დიზი, დიზის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ლახამულის საჯარო სკოლის მე-2 სასწავლო კორპუსის შენობა. 19. № 47.19 – ქვედა იფარი, ქვედა იფარის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), შამილ ჭკადუას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია. 20. № 47.20 – ლემსია, ლემსიის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ლენჯერის მე-2 საჯარო სკოლა. 21. № 47.21 – სოლი, სოლის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), შორენა ხაფთანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია. 22. № 47.22 – მუჟალი, მუჟალის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. 23. № 47.23 – ჭოლაში, ჭოლაშის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ყოფილი საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია. 24. № 47.24 – ჟამუში, ჟამუშის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), მ. ქალდანის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია. 25. № 47.25 – მურშკელი, მურშკელის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ჯ.ქურდიანის კერძო სახლი. 26. № 47.26 – ნაკრა, ნაკრის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ყოფილი საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია. 27. № 47.27 – ქართვანი, ქართვანის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), გაბულდანის კერძო სახლი. 28. № 47.28 – უშგული, უშგულის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), საჯარო სკოლის შენობა. 29. № 47.29 – ფარი, ფარის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია. 30. № 47.30 – ციცხვარი, ციცხვარის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ჭკადუას კერძო სახლი. 31. № 47.31 – ზედა ლუჰა,ზედა ლუჰის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ნ.ხაფთანის კერძო სახლი. 32. № 47.32 – მაგარდელი, მაგარდელის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია. 33. № 47.33 – სვიფი, სვიფის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ყოფილი საკრებულოს მიმდებარე ტერიტორია. 34. № 47.34 – წვირმი, წვირმის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ადმინისტრაციული შენობა. 35. № 47.35 – იელი, იელის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. 36. № 47.36 – ყარსგურიში, ყარსგურიშის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია. 37. № 47.37 – ქვედა მარღი, ქვედა მარღის სააჩევნო უბანი (ორი ადგილი), ყოფილი საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორია. 38. № 47.38 – ხაიში, ხაიშის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), სატყეო სამმართველოს შენობა. 39. № 47.39 – ქვედა ვედი, ქვედა ვედის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), ჭკადუას კერძო სახლი. 40. № 47.40 – იდლიანი, იდლიანის საარჩევნო უბანი (ორი ადგილი), საჯარო სკოლის შენობა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები