„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016224
16
25/08/2017
ვებგვერდი, 29/08/2017
010260020.35.134.016224
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №16

2017 წლის 25 აგვისტო

დაბა ქედა

 

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის №33 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო   ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016152. 25/11/2015) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 7 და 72  მუხლები ამოღებულ   იქნეს .

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი  8.  ადმინისტრაციული   სამსახურის   პროფესიული საჯარო მოხელის   უფლებები

ადმინისტრაციული სამსახურის პროფესიულ საჯარო მოხელეებს უფლება აქვთ:

)წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

)ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით, რომლებიც მიღებულია გამგეობაში;

)დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი პროფესიული საჯარო მოხელის ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

)დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

)ისარგებლონ ,,საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული პროფესიული საჯარო მოხელის უფლებებითა და გარანტიებით.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

მუხლი  9.  ადმინისტრაციული   სამსახურის   პროფესიული საჯარო მოხელის მოვალეობები

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე -9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

ადმინისტრაციული სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან:“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე