„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 146/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017399
146/ნ
23/08/2017
ვებგვერდი, 23/08/2017
430010000.22.022.017399
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №146/ნ

2017 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით (სსმ, №163, 14/12/2010) დამტკიცებულ „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) განხორციელდეს ცვლილება და:

ა) 010363 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

010364 – მეთევზეობა.

ბ) 010464 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

010465 – კულინარიის ხელოვნება.

გ) 020155 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

020156 – ბუღალტრული აღრიცხვა.

დ) 020367 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

დ.ა) 020368 – საბაჟო საქმე;

დ.ბ) 020369 – საოფისე საქმე;

დ.გ) 020370 – ღონისძიების ორგანიზება;

დ.დ) 020371 – ლოგისტიკა.

ე) 040170 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

040171 – ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

ვ) 040355 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

040356 – ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაცია.

ზ) 040568 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

ზ.ა) 040569 – ელექტროობა;

ზ.ბ) 040570 – მექატრონიკა;

ზ.გ) 040571 – ჰაერის კონდიცირება.

თ) 040683 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

თ.ა) 040684 – წყალმომარაგების სისტემების ექსპლუატაცია;

თ.ბ) 040685 – წყალარინების სისტემების ექსპლუატაცია.

ი) 040778 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

ი.ა) 040779 – ამწის ოპერირება;

ი.ბ) 040780 – თევზსაჭერი გემის ნავიგაცია.

კ) 040860 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

040861 – მექანიკა.

ლ) 041273 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

041274 – შედუღება.

მ) 041363 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

041364 – შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები.

ნ) 041466 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

041467 – სამთო საქმე.

ო) 080158 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

080159 – ფოტოგრაფია.

პ) 080656 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაცია:

080657 – სახვითი ხელოვნება.

ჟ) 112067 პროფესიული სპეციალიზაციის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის პროფესიული სპეციალიზაციები:

ჟ.ა) 112068 – სარესტორნო მომსახურება;

ჟ.ბ) 112069 – სასტუმრო მომსახურება.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა