შპს,,ბიოპოლუსი”- ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ

  • Word
შპს,,ბიოპოლუსი”- ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1333
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 11/08/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2017
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/1333
11/08/2017
ვებგვერდი, 24/08/2017
შპს,,ბიოპოლუსი”- ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/1333

 

საოქმო განჩინება

 

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

 

2017 წლის11 აგვისტო

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

 

კრების მდივანი: ნოდარი გიორგიძე

1. მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი – ნათია სახოკია.

2. მოვალე – შპს ,,ბიოპოლუსის” წარმომადგენელი ცირა ხუნწარია;

3. კრედიტორები – სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე, სს ,,თბისი ბანკის” წარმომადგენელი ანა ნიკოლაიშვილი; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ინგა კოწოლაძე; შპს ,,ვესტას” წარმომადგენელი ნანა ბორაშილი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს

კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორმა გაკოტრების მმართველად სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა მოითხოვა, რასაც დაეთანხმა – სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე, 39-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ბიოპოლუსის” (ს/ნ 445389696) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება.

2. შპს ,,ბიოპოლუსის” (ს/ნ 445389696) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიურო;

3. დაევალოს სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს შპს ,,ბიოპოლუსის” (ს/ნ 445389696) გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები;

4. შპს ,,ბიოპოლუსის” (ს/ნ 445389696) გაკოტრების მმართველად სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;

5. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს, შესასრულებლად სსიპ –აღსრულების ეროვნული ბიუროს და სსიპ –საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.

6. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

  კრების თავმჯდომარე                               გენადი მაკარიძე

კრების მდივანი                                        ნოდარ გიორგიძე