„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 11/06/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016341
53
22/08/2017
ვებგვერდი, 25/08/2017
010250050.35.105.016341
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №53

2017 წლის 22 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/07/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016263) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

1. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგეობის პოლიტიკური თანამდებობის პირების  უფლებამოსილება, არჩევა-გადაყენების, დანიშვნა-გათავისუფლების და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.“.

2.  მე-14  მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგებლის წარმომადგენელს  კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს გამგებელი.“.

3. დებულებას  დაემატოს  შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

,,მუხლი 171. გამგეობის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება, სამსახურებრივი დაწინაურება, გადაყვანა, ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა

მოხელეს ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა, ვაკანსიის გახსნა, მოხელეთა ატესტაცია, სამსახურებრივი დაწინაურება, სამსახურებრივი გადაყვანა, სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა განისაზღვრება საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ და მოქმედი კანონმდებლობით.“.

4. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართის თავი V (მუხ.19, 20, 21, 22, 23, 24, 25).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა