„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-53/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016465
01-53/ნ
22/08/2017
ვებგვერდი, 23/08/2017
470230000.22.035.016465
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება  №01-53/ნ

2017 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანებით (სსმ III, 26.02.2010, №23, მუხ. 312) დამტკიცებული 1 დანართის (სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესი და პირობები):
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაინტერესებულმა მხარემ (განმცხადებელმა) სააღმზრდელო დაწესებულებაში და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ წერილობით უნდა მიმართოს სააგენტოს (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სააგენტოა დაინტერესებული მხარე (განმცხადებელი), მათ შორის, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი პირის 18 წლის ასაკის შესრულებისას მხარდამჭერის დანიშვნამდე)) შევსებულ იქნეს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე და დაერთოს შესაბამისი დოკუმენტები.“.

2. მე-4 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრში მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს მიერ განიხილება დღის ცენტრებში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით: რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები, ბენეფიციარები, რომლებიც ამ მომსახურების თაობაზე განაცხადის წარდგენის დღისთვის სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა), „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალია არაფულადი მომსახურების თაობაზე განაცხადის წარდგენის დღისთვის, შშმ ბავშვთა და პირთა (მათ შორის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე, ასევე ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით სხვა გონებრივი ჩამორჩენის მქონე შშმ ბავშვთა) დღის ცენტრში მოთავსების საკითხი განიხილება/გადაწყვეტილება მიიღება სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის უფროსის მიერ მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით – რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები, მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები, ბენეფიციარები, რომლებიც ამ მომსახურების თაობაზე განაცხადის წარდგენის დღისთვის სარგებლობდნენ წინა 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა), „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ოჯახების ბავშვები/პირები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალია არაფულადი მომსახურების თაობაზე განაცხადის წარდგენის დღისთვის.

9. პირის ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების საკითხი რეგიონული საბჭოს მიერ განიხილება ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში და სათემო ორგანიზაციებში მოსათავსებელი მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით: სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები, სკოლა-პანსიონის 18 წელს მიღწეული აღსაზრდელები და ამ წესის შესაბამისად გადაუდებელი წესით განსათავსებელი პირები, სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული და სამინისტროსთან შეთანხმებული შეფასების ინსტრუმენტის საფუძველზე იდენტიფიცირებული მუდმივი მოვლის/მეთვალყურეობის საჭიროების მქონე შშმ პირები, პირები, რომელთაც ჰყავთ მხოლოდ მკვეთრი და მნიშვნელოვანი შეზღუდვის მქონე, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული/მსჯავრდებული ან ხანდაზმული, შვილ(ებ)ი და/ან მეუღლე, მინდობით აღზრდიდან გასული პირები სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის ერთი წლის განმავლობაში, ასევე ის პირები, რომლებსაც უფრო ადრე აქვთ სააგენტოში წარდგენილი განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე, მაძიებლის მიერ განაცხადში უნდა მიეთითოს სასურველი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულ(ებ)ი. ამასთან, მაძიებელი, ხანდაზმულთა ან შშმ პირთა პანსიონატში ან სათემო ორგანიზაციაში მოთავსების შესახებ სააგენტოს მიერ წერილობით შეთავაზებაზე შეთავაზებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში თანხმობის ხელმოწერით დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ამოღებულ იქნება რეესტრიდან და მისი ხელახლა ჩართვა მოხდება ყველა აუცილებელი პროცედურის გავლის შემდეგ (გარდა საპატიო შემთხვევისა, როცა მაძიებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება სტაციონარულ დაწესებულებაში). ამ წესის შესაბამისად, გადაუდებელი წესით განსათავსებელი პირები სპეციალიზებულ დაწესებულებაში მოთავსდებიან არსებული თავისუფალი ადგილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შერჩევის გარეშე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზაზა სოფრომაძე