2017 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

2017 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 22/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2017
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016045
1
22/08/2017
ვებგვერდი, 23/08/2017
220090000.11.004.016045
2017 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №1

2017 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

2017 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ და „ი” ქვეპუნქტების, 35-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო  ადგენს:

მუხლი 1
2017 წლის პირველი სექტემბრიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, №1 და 2 დანართებში მოცემული დიზაინის, აღწერილობისა და დამცავი ნიშნების მიხედვით, გამოშვების წლით „2017“.
მუხლი 2
2017 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოიქცევა წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად.
მუხლი 3
საქართველოს ტერიტორიაზე 2017 წლის გამოშვების ახალი მოდიფიკაციის 5 ლარის ნომინალის ბანკნოტებით ანგარიშსწორება განხორციელდეს შეუფერხებლად.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი სექტემბრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტი (მოვალეობის შემსრულებელი)არჩილ მესტვირიშვილი