დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 ივლისის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 188 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016398 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 ივლისის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 ივლისის №185 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 1.08.2017, 010250050.35.123.016395), კერძოდ:
1. დადგენილების პრეამბულაში ფრაზა: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის“, შეიცვალოს ფრაზით: „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის“; 2. დადგენილების პრეამბულიდან ამოღებულ იქნეს ფრაზა: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის“; 3. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლი; 4. დადგენილების №3 დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. /დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის/
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი № 3
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის საშტატო ნუსხა
|
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – 1 შტატი.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე – 2 შტატი. 1. მეორადი სტრუქტურული ერთეული – მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობის განყოფილება
2. მეორადი სტრუქტურული ერთეული – საექსპლოატაციო ობიექტების ზედამხედველობის განყოფილება
3. მეორადი სტრუქტურული ერთეული – გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილება
4. მეორადი სტრუქტურული ერთეული – დასუფთავების განყოფილება
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები