დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 იანვრის N1/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 19/21 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/08/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016339 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 იანვრის №1/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს №1705 განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 იანვრის №1/1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06.01.2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016319) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ა) განისაზღვროს: ა.ა) შემოსულობები 19 978.1 ათ. ლარით; ა.ბ) გადასახდელები 20 825.9 ათ. ლარით; ა.გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 4 588.1 ათ. ლარით; ა.გ.ა) მიზნობრივი ტრანსფერი 260.0 ათ. ლარით; ა.გ.ბ) ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები 4 328.1 ათ. ლარი; ა.დ) სარეზერვო ფონდი 115.0 ათ. ლარით.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებულის დანართის: ბ.ა) პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 19 578.1 ათ. ლარის ოდენობით.
“; ბ.ბ) მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4 588.1 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 6. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 3 890.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 14 452.7 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 761.5 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 161.5 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 400.0 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ბ.გ) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება და კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოჭრილი თანხები განისაზღვროს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება და კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოჭრილი თანხები 148.7 ათ. ლარის ოდენობით. თანხები გამოიყოფა შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე.“; ბ.დ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 115.0 ათ. ლარის ოდენობით. “; ბ.ე) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი, 1.3 და 1.3.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისა და ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. ამიტომ, აღნიშნული მიმართულება ქალაქის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ასევე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გარდა, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. კერძოდ, ქუჩების ორმული შეკეთების, ქუჩებისა და სანაპირო ზოლის მიმდებარე გზის მოხრეშვა-დაგრეიდერების (მოვლა-აღდგენა), ქუჩებში სათვალთვალო ვიდეოკამერების მოწყობის, შუქნიშნების მოვლა-პატრონობის, ბაზართან არსებულ ხიდზე ტროტუარის მოწყობის, ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის, ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების, მრავალბინიანი ს/სახლების ლიფტების რეაბილიტაციის, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობის, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვის, ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის, ბაზართან არსებულ ხიდზე განათების მოწყობის, გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობის, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტრო ენერგიის ხარჯების ანაზღაურების, სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობის, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდის, მათი აღდგენისა და მოვლა-პატრონობის, სანიაღვრე სისტემებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის, დასუფთავების ღონისძიებების, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირების, ცენტრალური პარკის შესასვლელი არკების კაპ. რემონტის, ცენტრალურ პარკში ნარდისა და შაშის შენობის მოწყობის, არაგვისპირელის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნისა და ბუნგალოს მოწყობის, უპოვართა სასადილოს სამზარეულოს კაპ. რემონტის, ქალაქის შემოსასვლელებში სიმბოლიკის კაპ. რემონტის, რუსთაველის რკალის მიმდებარე პარკში შადრევნის მოწყობის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობისათვის ტერიტორიის გეოლოგიური კვლევის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის, მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზის მიმდინარე რემონტის, არსებული სკვერების, პარკების, გამწვანებული ეზოების, შადრევნების მოვლა-პატრონობის სამუშაოები და სხვა. 1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული სკვერებისა და პარკების კეთილმოწყობის სამუშაოები, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაციის, სადღესასწაულო ქალაქგაფორმების, დიდების მემორიალის, სკვერების, პარკების, ქალაქის ქუჩებისა და მრავალბინიანი ს/სახლების გამწვანებული ეზოების მოვლა-პატრონობის, ბუნგალოს, ცენტრალურ პარკში ნარდისა და შაშის შენობის, რუსთაველის რკალის მიმდებარე პარკში შადრევნის მოწყობის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის, სხვადასხვა ობიექტების კაპ. რემონტის და სხვა ღონისძიებები. 1.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად, 2017 წელს განხორციელდება ქალაქის მოსახლეობისათვის საახალწლო-სადღესასწაულო განწყობის შექმნის მიზნით, ქუჩების მორთვა სხვადასხვა სადღესასწაულო აქსესუარებით. ასევე განხორციელდება სადღესასწაულო აქსესუარების დემონტაჟის, შენახვა-დასაწყობების, სახელმწიფო დროშების შეძენის, რადიო-საათის მოვლა-პატრონობის, დიდების მემორიალის, სკვერების, პარკების, ქალაქის ქუჩების, მრავალბიანიანი ს/სახლების გამწვანებული ეზოების, ცენტრალური პარკების მოვლა-პატრონობის, ცენტრალური პარკის შესასვლელი არკების კაპ. რემონტის, ცენტრალურ პარკში ნარდისა და შაშის შენობის მოწყობის, არაგვისპირელის ქუჩაზე მინი სპორტული მოედნისა და ბუნგალოს მოწყობის, უპოვართა სასადილოს სამზარეულოს, ქალაქის შემოსასვლელებში სიმბოლიკის კაპ. რემონტის, რუსთაველის რკალის მიმდებარე პარკში შადრევნის მოწყობის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის, მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზის მიმდინარე რემონტის და სხვა სამუშაოები. “; ბ.ვ) ბიუჯეტის დანართის მე-18 მუხლს დაემატოს 3.2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.2 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაზიფიცირებისათვის პროექტი. “; ბ.ზ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 21 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები