დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016222 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
24
18/08/2017
ვებგვერდი, 24/08/2017
010250050.35.168.016222
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/08/2017 - 31/01/2018)
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული
თანასწორობის საბჭოს დებულება |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქმნის სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს (შემდგომში – საბჭო). |
2.
საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. |
მუხლი 2.
საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებანი |
1.
საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: |
ა)
საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; |
ბ)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების ანალიზის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება; |
გ)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების ანალიზი გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების შემუშავება და საკრებულოსათვის წარდგენა; |
დ)
გენდერული თანასწორობის მისაღწევად, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის ცალკეული ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; |
ე)
გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; |
ვ)
გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის და დოკუმენტაციის გამოთხოვა და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფინდეციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; |
ზ)
გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; |
თ)
საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; |
ი)
წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის ან/და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად. |
2.
საბჭო უფლებამოსილია: |
ა)
გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს სიღნაღის მუნიციპალიტეტი; |
ბ)
გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები და ამ ორგანოების თანამდებობის პირები და მოითხოვოს მათგან ინფორმაციის მიღება; |
გ)
განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. |
მუხლი 3.
საბჭოს სტრუქტურა |
1.
საბჭოს თავმჯდომარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ან მისი დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. |
2.
საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. |
3.
საბჭო შედგება სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 7 წევრისაგან, რომელთა შერჩევისას გაითვალისწინება გენდერულ თემებზე საბჭოს წევრობის კანდიდატის ინფორმირებულობა ან/და მუშაობის გამოცდილება. |
მუხლი 4.
საბჭოს მუშაობის წესი |
1.
საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. |
2.
საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. |
3.
სხდომაზე საკითხის დასმის უფლება აქვს:
ა) საბჭოს თავმჯდომარეს; ბ) საბჭოს წევრს. |
4.
საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. |
5.
საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. |
6.
საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს წევრები. |
მუხლი 5.
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა |
საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. |
4.
29/07/2025 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
12 -
ვებგვერდი, 31/07/2025
3.
22/06/2022 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
20 -
ვებგვერდი, 23/06/2022
2.
18/04/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
20 -
ვებგვერდი, 23/04/2018
1.
31/01/2018 -
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება -
6 -
ვებგვერდი, 07/02/2018
დოკუმენტის ცვლილებები
4
მიღების თარიღი : 29/07/2025
გამოქ. თარიღი : 31/07/2025
დოკუმენტის ნომერი : 12
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
3
მიღების თარიღი : 22/06/2022
გამოქ. თარიღი : 23/06/2022
დოკუმენტის ნომერი : 20
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
2
მიღების თარიღი : 18/04/2018
გამოქ. თარიღი : 23/04/2018
დოკუმენტის ნომერი : 20
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1
მიღების თარიღი : 31/01/2018
გამოქ. თარიღი : 07/02/2018
დოკუმენტის ნომერი : 6
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 აგვისტოს №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები