დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 28 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 13/02/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016277 |
|
„მარნეულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12,01,2017, №190020020.35.159.016250) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბიუჯეტის №1 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
“. |
2.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
“. |
3.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
“. |
4.
ბიუჯეტის №1დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
“. |
5.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
“. |
6.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება; |
ა)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა
|
ბ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება
“. |
7.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
“. |
8.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდა კვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ, სოფლების – თამარისის, თაქალოს, ქუთლიარის, ბაიდარის, მუღალნოს, სადახლოს, კაჩაგანის, კაპანახჩის, ალგეთის, შაუმიანის, პირველი ქესალოს, მეორე ქესალოს, ხანჯიგაზლოს, წერაქვის, ნორგიულის, ბეგლიარის,ზემო სალარის, ზემო ყულარის, წერეთლის, აღმამედლოს, დამია-გეურახის, ახლო-ლალოს, ლეჟბადინის, ქეშალოს, გაჯისაკენდი, აზიზკენდი, ალგეთის ღვინის ქარხნის დასახლება, ილმაზლოს, კირაჩ მუღანლოს, კიროვკის, ულაშლოს, ქვემო ყულარის და დაშტაფის შიდა გზების რეაბილიტაცია, კასუმლოში საგზაო ნიშნების შემაკავებელი ბარიერების დაყენება, არაფლოში, სადგურ სადახლოში, იმირჭალაში, სიონში,მარადისში, სვანების დასახლებაში და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ყიზლაჯლოში სკოლის გარშემო ასფალტის დაგება. საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხების თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნება პროექტების შესაბამისად, სოფლებში: თამარისი – 140,0 ათ.ლარი, თაქალო – 85,0 ათ.ლარი, სადახლო – 151,6 ათ.ლარი, კაჩაგანი – 129,1 ათ.ლარი, კაპანახჩი – 133,5 ათ.ლარი, ალგეთი – 217,9 ათ.ლარი, შაუმიანი – 142,8 ათ.ლარი, პირველი ქესალო – 105,2 ათ.ლარი,მეორე ქესალო – 116,2 ათ.ლარი, ქეშალო – 130,0 ათ.ლარი, ხანჯიგაზლო – 120,2 ათ.ლარი, არაფლო – 297,2 ათ.ლარი, სიონი – 45,35 ათ.ლარი, წერაქვი – 104,2 ათ.ლარი, ნორგიული – 152,0 ათ.ლარი, ბეგლიარი – 69,9 ათ.ლარი, სულ 2140,0 ათ. ლარი. საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის თანადაფინანსებისათვის გათვალისწინებული იქნება 197,6 ათასი ლარი. 7,1 ათ. ლარი – საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 იანვრის №78 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“, მიღებული ტრანსფერის ნაშთი გათვალისწინებულია სოფელ შაუმიანში ხიდის რეაბილიტაციისათვის. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №1280 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, დანართი №54-ის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გზების რეაბილიტაციაზე გამოყოფილი ტრანსფერი 2809,1 ათასი ლარი მოხმარდება შემდეგი პროექტების განხორციელებას: 200,4 ათასი ლარი – სოფელ თამარისის შიდა გზების რეაბილიტაცია; 102,2 ათასი ლარი – სოფელ თაქალოს შიდა გზების რეაბილიტაცია; 222,4 ათასი ლარი – სოფელ სადახლოს შიდა გზების რეაბილიტაცია; 151,4 ათასი ლარი – სოფელ კაჩაგანის შიდა გზების რეაბილიტაცია; 189,5 ათასი ლარი – სოფელ კაპანახჩის შიდა გზების რეაბილიტაცია; 255,6 ათასი ლარი – სოფელ ალგეთის შიდა გზების რეაბილიტაცია; 213,9 ათასი ლარი – სოფელ შაუმიანის შიდა გზების რეაბილიტაცია; 162,0 ათასი ლარი – სოფელ I ქესალოს შიდა გზების რეაბილიტაცია; 161,5 ათასი ლარი – სოფელ II ქესალოს შიდა გზების რეაბილიტაცია; 190,1 ათასი ლარი – სოფელ ქეშალოს შიდა გზების რეაბილიტაცია; 145,3 ათასი ლარი – სოფელ ხანჯიგაზლოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; 348,6 ათასი ლარი – სოფელ არაფლოში მისასვლელი გზის მოასფალტება; 59,3 ათასი ლარი – სოფელ სიონში სვანების დასახლებაში ქვემო უბნის და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; 146,7 ათასი ლარი – სოფელ წერაქვში შიდა გზების რეაბილიტაცია (II ეტაპი); 178,3 ათასი ლარი – სოფელ ნორგიულის შიდა გზების რეაბილიტაცია; 82,0 ათასი ლარი – სოფელ ბეგლიართან მისასვლელიგზების რეაბილიტაცია (II ეტაპი); დანართი №64-ის შესაბამისად, საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის დაფინანსებისათვის გათვალისწინებული იქნება 124,2 ათასი ლარი. |
9.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სოფლებში ბურმაში, ქვემო სარალში, კირაჩმუღანლოში, კაჩაგანში, დამიაში წყალსადენი სისტემის მოწყობა, ალგეთში, აღმამედლოში, იმირში,ხიხანში, ქეშალოში, ამბაროვკაში, თაზაქენდში ,ალგეთის ღვინის ქარხანაში, აზიზქენდში და ხოჯორნიში სასმელი წყლის რეაბილიტაცია, სოფლებში აღმამედლო, ცოფი, ბეითარაბჩი და ბაიდარი სასმელი წყლის ტუმბოს შეძენა, სოფელ სადახლოში და ალგეთის, ქუთლიარის და კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციოდ ხარჯთაღრიცხვის მომზადება, მოსახლეობის ზედაპირული გრუნტის წყლის მოხვედრისაგან დაცული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის, მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხების თანადაფინანსება გათვალისწინებული იქნება პროექტების შესაბამისად, სოფლებში: იმირი – 233,3 ათ.ლარი, ბურმა – 43,1 ათ.ლარი,ქვემო სარალი – 142,0 ათ.ლარი, დამია – 49,9 ათ.ლარი, სულ 468,3 ათ. ლარი. საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის თანადაფინანსებისათვის გათვალისწინებული იქნება 25,1 ათასი ლარი. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 22 ივნისის №1280 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში, შეტანილი ცვლილების თანახმად, დანართი №54-ის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გზების რეაბილიტაციაზე გამოყოფილი ტრანსფერი 589,9 ათასი ლარი მოხმარდება შემდეგი პროექტების განხორციელებას: 273,7 ათასი ლარი – სოფელ იმირში სასმელი წყლის ჭაბურღილის და სატუმბი სადგურის მოწყობა; 56,2 ათასი ლარი – სოფელ ბურმაში წყალსადენის სისტემის მოწყობა; 201,4 ათასი ლარი – სოფელ ქვემო სარალში წყალსადენის სისტემის მოწყობა; 58,6 ათასი ლარი – სოფელ დამიაში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა; დანართი №64-ის შესაბამისად, საპროექტო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვის დაფინანსებისათვის გათვალისწინებული იქნება 26,2 ათასი ლარი. |
10.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ვ) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მიმდინარე რეაბილიტაცია, აგრეთვე ქ.მარნეულში რამდენიმე ქუჩაზე (საბირის, 300 არაგველის, ჰამლეტის, მამედოვის, ბაბეკის, ნასიმის, 9 ძმის) და სოფლებში ყიზილაჯლოში, წითელ სოფელში, დიდ ბეგლიარში, ბეითარაფჩიში, ულაშლოში, დამიაში, კიროვკაში, ბურმაში, გიულბახში, სეითგოჯალოში, ცოფში, იმირში და კასუმლოში გარე განათების ქსელის მოწყობა.“. |
11.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ბ) ქალაქის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკადასტრო რუკების მომზადების ხარჯი პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის ქუჩების კეთილმოწყობა.სოფელ შულავერში იგეგმება საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა.“. |
12.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) სპორტული ობიექტების მოწყობა, რეაბილიტაცია ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლებში მარადისში, თაქალოში, ხულდარში და ახკერპში სპორტული მოედნებისა და დარბაზების მოწყობა-რეაბილიტაცია, სოფელ თამარისში სპორტული მოედნის მოსაწყობად ხარჯთაღრიცხვის მომზადება, ქ. მარნეულში სპორტული მოედნის მოწყობა.“. |
13.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დოკუმენტის კომენტარები