დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/08/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.172.016179 |
|
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №
42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №
42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.172.016156) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პროგრამული ბიუჯეტი
|
თავი I
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი:
|
მუხლი 2.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
მუხლი 3.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 5543.5 ათასი ლარის ოდენობით
:
|
მუხლი 4.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 310.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5133.5 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 100.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3316.4 ლარის ოდენობით
:
|
მუხლი 8.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2473.6 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში
:
|
მუხლი 10.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -246.5 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 248.3 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 1.8 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 15.7 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 90.0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 47.6 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 42.4 ათასი ლარი; 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება. 1.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და შემდგომი გაუმჯობესება. ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისათვის დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯებიც. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში ქალაქ ამბროლაურში 2017 წელს დაგეგმილია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, ქალაქში არსებული გზების რეაბილიტაციის სამუშაოები, განხორციელდება წინა წლებში აღებული ვალდებულებების დაფარვა, მოეწყობა აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ გზის გასწვრივ დამცავი ბეტონის კედელი და განხორციელდება ექვთიმე აღმსარებლის ქუჩაზე საავტომობილო გზის, გოგებაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის და გურგენიძის ქუჩაზე (ქვაბთკარის მიმდებარედ) საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რითაც გაუმჯობესდება საგზაო ინფრასტრუქტურა, საგზაო მოძრაობის რეგულირების მიზნით, მოხდება ქალაქის ქუჩების დახაზვა, რუსთაველის ქუჩაზე გზის გასწვრივ დაზიანებული დამცავი ბეტონის კედლის რეაბილიტაცია და საპროექტო დოკუმენტაციის და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვასა და მის ექსპლოატაციასთან და განახლებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია-მოწყობა. კეთილმოეწყობა და მოწესრიგდება ქალაქის ინფრასტრუქტურა. 2.2.1. გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოხდება ქალაქ ამბროლაურის გარე-განათების ელექტროენერგიის ღირებულების დაფინანსება. დაიფარება 2016 წელს შესყიდული საახალწლო ქუჩის დეკორატიული სანათების ღირებულება, მოეწყობა გარე-განათება ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე – აეროპორტის მიმდებარედ და მოხდება კოსტავას ქუჩაზე ძველი განათების დემონტაჟი და მისი ქალაქის სხვა ქუჩებზე მონტაჟი. 2.2.2. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) რეგულარულად განხორციელდება ქალაქიდან მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის და თოვლწმენდის ღონისძიებები, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული თვითმცლელი ნაგავმზიდის ტექნიკური მომსახურებისა და შესაბამისი ნაწილებით უზრუნველყოფა. 2.2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები(პროგრამული კოდი 03.02 03) ამ პროგრამის ფარგლებში დაიფარება 2016წელს გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად საცურაო აუზის, ბრატისლავა-რაჭის ქუჩა №11-ში ყოფილი საავადმყოფოს შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების და საპროექტო სამუშაოების ღირებულება; დაფინანსდება სხვადასხვა საპროექტო სამუშაოები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამა; ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე სკვერის დასრულების სამუშაოები; ქალაქის სხვადასხვა უბნებში მოეწყობა სპორტული ტრენაჟორები, ქუჩების ვიდეო მეთვალყურეობის კამერები, ქალაქის შემოსასვლელი, დასასვენებელი ფანჩატურები ქალაქის და ე.წ. „ქვაბტკარის“ ტერიტორიაზე; განხორციელდება ყოფილი საავადმყოფოს შენობის ფასადის ნაწილის, აღმაშენებლის და კობახიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე მუნიციპალიტეტის შენობის და საბავშვო ბაღის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან მოხდება დახურული სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია და ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა, ექსპერტიზის სამუშაოები, საპროექტო დოკუმენტაციის და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება და აღმაშენებლის ქუჩაზე სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფანჩატურისა და ღობის მოწყობა. 2.2.4. კანალიზაციისა და სანიაღვრე არხების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) მოხდება ქ. ამბროლაურში საკანალიზაციო სისტემის მოწყობის მეორე რიგის სამუშაოების თანადაფინანსება, განხორციელდება ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია და მოწყობა. 2.3. ა(ა)იპ – ქალაქ ამბროლაურის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქის მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების გატანის, ხეების მოჭრის, სანიაღვრე არხების გაწმენდის, ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლების, დასუფთავებასთან დაკავშირებული მოსაკრებლების ამოღების, ჯარიმების ადმინისტრირების, სასაფლაოების მოვლა-შენახვის, გამწვანების, გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციისა და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას,რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდა საბავშვო ბაღების ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე დაფინანსდება სკოლისგარეშე განათლება. 3.1 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება (პროგრამული კოდი 04 01) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 1 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 160-მდე აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღის სხვა მიმდინარე ხარჯებს. 3.2 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01 (პროგრამული კოდი 04 02) მოსწავლე-ახალგაზრდების ზოგადი განათლების გაღრმავების მიზნით დაფინანსებულია სკოლისგარეშე აღმზრდელობითი ღონისძიების პროგრამა. პროგრამაში ჩართულია ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 100-მდე მოსწავლე. პროგრამაში გათვალისწინებულია, მოსწავლეთა მოთხოვნის შესაბამისად, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები, როგორიცაა თეატრალური, ლიტერატურის, აგრეთვე ბავშვთა მომზადება შემდეგ წრეებში: ზოგადი უნარ-ჩვევები, მათემატიკური, კომპიუტერული, რუსული, ინგლისური, გერმანული . 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას, ამასთანავე, მისი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, სპორტის პოპულარიზაციასა და სპორტული პირობების შექმნა-განვითარებას, რათა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ სპორტული შესაძლებლობების განვითარება და გამოვლენა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სექციის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მოსწავლე-ახალგაზრდობას ჰქონდეს შესაძლებლობა სპორტული ვარჯიშის განხორციელებისა თანამედროვე სპორტულ დარბაზებსა და მოედნებზე. 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მეცადინეობები და შეჯიბრი შემდეგ სახეობებში: – კალათბურთი – ჭიდაობა – ჭადრაკი – მაგიდის ჩოგბურთი – რაგბი – შიდოკან კარატე – ცურვა და სპორტის სხვა სახეობები დაფინანსდება პროგრამით გაწერილი ყველა სპორტული ღონისძიება და ხარჯი. 4.1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ამბროლაურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტულ სახეობათა სწავლების, სპორტსმენების საშეჯიბრო მივლინების ხარჯების, ასევე მუნიციპალიტეტის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისა და შეჯიბრებების დაფინანსება, შეძენილი იქნება სპორტული ინვენტარი. ქვეპროგრამა განხორციელდება ააიპ „ამბროლაურის კომპლექსური სასპორტო სკოლის“ სუბსიდირების გზით. 4.1.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ჭიდაობის კლუბ „ფალავნის“ ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ჭიდაობის განვითარების დაფინანსება, სადაც შედის მწვრთნელთა ხელფასები, სატურნირო მივლინების ხარჯები. ქვეპროგრამა განხორციელდება ააიპ „ჭიდაობის კლუბ „ფალავნის“ სუბსიდირების გზით. 4.1.3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ამბროლაურის საცურაო აუზის“ ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში ცურვის განვითარების დაფინანსება, სადაც შედის ა(ი)პი „ამბროლაურის საცურაო აუზის“ თანამშრომელთა ხელფასები და ხარჯები, ქვეპროგრამა განხორციელდება სუბსიდირების გზით. 4.1.4 . სპორტული ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 04) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანრმთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ინიციატივით, 2017 წელს სპორტული ღონისძიებების ფარგლებში გამართავს მარათონს. აღნიშნულ მარათონში გარბენის შედეგების მიხედვით დაჯილდოვდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ორივე სქესის წარმომადგენელი, ასევე მარათონის მონაწილეთაგან უხუცესი და ყველაზე ნორჩი მონაწილე. თითოეული გამარჯვებული მიიღებს სიგელს და ფულად ჯილდოს 100 (ასი) ლარის ოდენიბით. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღირსეული გაგრძელების პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება კულტურული ღონისძიებები კერძოდ: სადღესასწაულო, გასართობი და სანახაობითი. 4.2.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ამბროლაურის კულტურის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვისა და ღირსეული გაგრძელების პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება კულტურული ღონისძიებები, კერძოდ: სადღესასწაულო, გასართობი და სანახაობითი. 2017 წლის განმავლობაში დაფინანსდება: – კულტურის სახლთან არსებული თეატრი და ანსამბლები; – ბიბლიოთეკები; – სახვითი ხელოვნების მუზეუმი. 4.2.2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ამბროლაურის დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის“ ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) მუნიციპალიტეტში 2017 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამღლების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლა“, სადაც სწავლობს 125-მდე მოსწავლე. სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ბიუჯეტიდან, ასევე მშობელთა შემონატანით.ქვეპროგრამა ხორციელდება სუბსიდირების გზით 4.2.3 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ამბროლაურის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის“ ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტში 2017 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამღლების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „უჩა ჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლა“, სადაც სწავლობს 27-მდე მოსწავლე. სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ბიუჯეტიდან, ასევე მშობელთა შემონატანით. ქვეპროგრამა ხორციელდება სუბსიდირების გზით 4.2.4. გაზეთის მომსახურების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) პროგრამის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება საგამომცემლო მომსახურების შესყიდვა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და მოსახლეობისათვის აქტუალური ინფორმაციების გასაშუქებლად. 4.3. ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 4.3.1 ახალგაზრდული ღონისძიბათა დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03 02) აღნიშნული ქვეპროგრამა გულისხმობს: 4.3.1.1 ქალაქ ამბროლაურის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულთათვის ღონისძიების (ბოლო ზარი, ექსკურსია) მოწყობა. დაფინანსება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარს. (აღნიშნული თანხა თანაბრად განაწილდება მუნიციპალიტეტის №1 და №2 საჯარო სკოლებზე. 4.3.1.2 ქალაქ ამბროლაურის საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის მუნიციპალიტეტის გარეთ, ქვეყნის მასშტაბით ღონისძიებებზე (გარდა კულტურული ღონისძიებებისა) მიწვევები, ერთჯერადად არაუმეტეს 50 ლარისა. დაფინანსების საერთო ლიმიტი ერთი კალენდარული წლის მანძილზე შეადგენს არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა. 4.3.1.3 მოხდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაფინანსება. 4.3.2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ღონისძიება (პროგრამული კოდი 05 03 03) 4.3.2.1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი „ქალაქ ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდებას მიანიჭებს არაუმეტს 5 ადამიანს. 4.3.2.2. ადამიანის, რომელიც მიიღებს „ქალაქ ამბროლაურის საპატიო მოქალაქის“ წოდებას, გადაეცემა ჯილდო. 4.3.2.3. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება და გაცემის წესი რეგულირდება შესაბამისი განკარგულებით . 4.3.3 წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების ღონისძიებები განათლების სფეროში (პროგრამული კოდი 05 03 04) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ინიციატივით, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში წესდება ჯილდოები და წოდებები. პროგრამის ფარგლებში ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს, განათლების სფეროში მიენიჭებათ წოდებები და გადაეცემათ ფულადი ჯოლდოები. ქვეპროგრამის მიზანია აღნიშნული სფეროს წარმომადგენლების შრომითი ნაყოფიერების, პროდუქტიულობისა და მოტივაციის ამაღლება. 4.3.3.1. „წლის საუკეთესო აღმზრდელი“ – ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული წოდება მიენიჭება საბავშვო ბაღის აღმზრდელს (აღმზრდელის თანაშემწეს), რომელიც გამოვლინდება მშობლების გამოკითხვის შედეგად. მშობლების გამოკითხვას უზრუნველყოფს სამსახური, საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობასთან ერთად. 4.3.3.2. „წლის საუკეთესო პედაგოგი“ – ფულადი ჯილდო 300 (სამასი)ლარის ოდენობით. აღნიშნული წოდება მიენიჭება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თითოეული საჯარო სკოლის ერთ მასწავლებელს, რომელსაც გამოავლენენ შესაბამისი სკოლების პედაგოგები და XI-XII კლასის მოსწავლეები, ფარული კენჭისყრით. კენჭისყრის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახური, ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და საჯარო სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად. 4.3.3.3. საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს ოქროს ან ვერცხლის მედალზე – (კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაცია საჯარო სკოლების მიერ მიეწოდება სამსახურს) გადაეცემათ ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით ოქროს მედალოსანს, ხოლო 200 (ორასი) ლარის ოდენობით ვერცხლის მედალოსანს. დასაჯილდოებელთა რაოდენობას გადაწყვეტს სამსახური, დაჯილდოების დროისათვის არსებული მონაცემებისა და მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით. 4.3.3.4. საჯარო სკოლების ოთხ სოციალურად დაუცველ, წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა პორტატული კომპიუტერები, (თითო სკოლიდან ორ მოსწავლეს), რომლებიც შეირჩევიან V-XI კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეთაგან, საუკეთესო აკადემიური მოსწრებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მონაცემთა ერთიანი ბაზიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ინფორმაციის დამუშავებასა და კანდიდატების გამოვლენას უზრუნველყოფს სამსახური. 4.3.4 წოდებების და ჯილდოების მინიჭების ღონისძიებები კულტურისა და სპორტის სფეროში (პროგრამული კოდი 05 03 05) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ინიციატივით, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში წესდება ჯილდოები და წოდებები. პროგრამის ფარგლებში კულტურისა და სპორტის მოღვაწეებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო და მიენიჭებათ წოდებები. პროგრამის მიზანია აღნიშნული სფეროს წარმომადგენლების შრომითი ნაყოფიერების, პროდუქტიულობისა და მოტივაციის ამაღლება. 4.3.4.1 „კულტურის საუკეთესო მოღვაწე“ – ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულ წოდებას მიიღებს კულტურის სფეროს მოღვაწე, რომელსაც გამოავლენს სამსახური, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელთა ჩართულობით. 4.3.4.2 „წლის საუკეთესო ბიბლიოთეკარი“ – ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული წოდება მიენიჭება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკების ერთ თანამშრომელს (ბიბლიოთეკარს), თანამშომელთა და XI-XII კლასების მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად. გამოკითხვას უზრუნველყოფს სამსახური, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობასთან ერთად. 4.3.4.3 „წლის საუკეთესო მკითხველი“ – ფულადი ჯილდო 200 (ორასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული წოდება მიენიჭება საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკის თითო ყველაზე აქტიურ მკითხველს. მონაცემებს შეისწავლის სამსახური. 4.3.4.4. „წლის საუკეთესო სპორტსმენი“ (18 წლამედე ასაკის) – ფულადი ჯილდო ინდივიდუალურ სახეობაში 300 (სამასი) ლარი. 4.3.4.5. „წლის საუკეთესო ნაკრები“ – გუნდურ სახეობაში საუკეთესო შედეგების მქონე გუნდს გადაეცემა ფულადი ჯილდო 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 4.3.4.6. ინდივიდუალურ და გუნდურ სახეობებში კანდიდატს გამოავლენს სამსახური, შესაბამისი ააიპ-ების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. 4.3.4.7. სპორტსმენი, რომელიც ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირიდან მიწვეულია ან მიწვეულ იქნება საქართველოს ნაკრებში, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღებს პრემიას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად, 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 4.3.4.8. „წლის საუკეთესო მწვრთნელი“ – ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული წოდება მიენიჭება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში მოღვაწე მწვრთნელს, რომელსაც გამოავლენს სამსახური, ა(ა)იპ-ების დირექტორების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან. 4.3.4.9. „წლის საუკეთესო მედიკოსი“ – ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული წოდება მიენიჭება ქალაქ ამბროლაურის სამედიცინო დაწესებულებებში მოღვაწე ექიმს ან ექთანს, რომელსაც აირჩევს ამ დაწესებულებების პერსონალი, ფარული კენჭისყრის საშუალებით. კენჭისყრის ჩატარებას უზრუნველყოფს სამსახური. 4.3.4.10. „ახალგაზრდა ხელოვანი“ – ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული წოდება მიენიჭება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის აღსაზრდელს, რომელსაც გამოავლენს სამსახური, ა(ა)იპ-ების დირექტორების მიერ წარდგენილ კანდიდატთაგან. 4.3.5. ქვეპროგრამა: წოდების მინიჭება „ქალაქზე მზრუნველი“ (პროგრამული კოდი 05 03 07) პროგრამის მიზანია საზოგადოებაში წახალისებულ იქნეს ქალაქისთვის სასარგებლო საქმიანობა, ასევე ნებისმიერი ქმედება, რომელიც ქალაქ ამბროლაურზე ზრუნვისაგან შეიძლება იყოს განპირობებული. პროგრამის არსი მდგომარეობს დევიზში: „ჩვენი პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ ის, რასაც ვაკეთებთ, არამედ ისიც, რისი გაკეთებაც შეგვეძლო და არ გავაკეთეთ“. 4.3.5.1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი „ქალაქზე მზრუნველის“ წოდებას მიანიჭებს არაუმეტს 3 ადამიანს. 4.3.5.2. ადამიანს, რომელსაც მიენიჭება „ქალაქზე მზრუნველის“ წოდება, გადაეცემა ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 4.3.5.3. შედეგების გამოცხადება და ჯილდოს გადაცემა მოხდება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძნობს მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯამრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვას გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 5.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახლემწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფრერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯამრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსებას, კერძოდ: 5.1.1. გადამდებ-არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება. 5.1.2. ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორებზე მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინაცია ცენტრალურ სტრუქტურებთან. 5.1.3. გარემოს, შრომის, სასმელი წყლის, საკვების უსაფრთხოების დაცვის ხელშეწყობა. 5.1.4.ჯანმრთელობის განმტკიცება ჯანმრთელობაში უთანასწორობისა და სოციალურ დეტერმინანტებზე ზემოქმედების განხორციელების გზით. 5.1.5. დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა. 5.1.6. მოსახლეობის, თემის წარმომადგენლების, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება და გაძღოლა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 5.1.7. პროფესიული ადამიანური რესურსების განვითარება, მოტივირება ად შენარჩუნება. 5.1.8. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციურ-სტრუქტურული სრულყოფა, ადეკვატური დაფინანსების მიღწევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისებსა და პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 5.1.9. ჯანმრთელობის ადვოკატირება, კომუნიკაციის გაუმჯობესება, მოსახლეობაში საინფორმაციო განმარტებითი საქმიანობის წარმართვა, სოციალური მობილიზაციის ხელშეწყობა და საჭიროების შემთხვევაში მისი უზრუნველყოფა. 5.1.10. მტკიცებულებაზე დაფუძვნებული ჯანდაცვის პოლიტიკისა და პრაქტიკის წარმოებისათვის კვლევითი სამუშაოების წარმოება და მონაწილეობის მიღება 5.1.11. პროგრამა ხორციელდება სუბსიდირების გზით. 6. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (არანაკლებ ექვსი თვისა) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსების ოდენობასა და გაცემის წესს. პროგრამის მიზანია იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, ან/დაკერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ. აგრეთვე მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსება, რომელიც ნაწილობრივი დაფინანსებისას არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახის დაზღვევით. მიმდინარე პროგრამა მოიცავს სამედიცინო მომსახურების შემდეგ ქვეპროგრამებს: ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა), ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა, „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარების ქვეპროგრამა, ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა; C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა. 6.1. ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა) (პროგრამული კოდი 06 02 01) 6.1.1 ქვეპროგრამით მოსარგებლეა შაქრიანი დიაბეტით, იშემიური და ჰემორაგიული ინსულტით, ბრონქული ასთმით, კრონის დაავადებით, ეპილეფსიით, გლაუკომით, ფსორიაზით, სისხლის ქრონიკული დაავადებებით (თრომბოციტოპენური პურპურა), მიასთენიით, ციროზით (გარდა „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში“ ჩართული პირებისა), ფარისებრი ჯირკვლით გამოწვეული დაავადებებით (დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი, კვანძოვანი ჩიყვი, ჰიპოთირეოზი, აუტო იმუნური თირეოდიტი) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით (ფქოდ), ართრიტით და ართროზით ხანგრძლივად მოავადე პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით სჭირდება უწყვეტი თერაპიული მკურნალობის კურსი და მკურნალობა არ/ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ. 6.1.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებს საჭიროების შემთხვევაში ასევე დაუფინანსდებათ თანმხლები დაავადებების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტები, სისხლი ან მისი კომპონენტი (პლაზმა, ერითროციტული მასა, თრომბოციტული მასა). 6.1.3. ქვეპროგრამით განსაზღვრული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტური მკურნალობა ფინანსდება წლიური 200 (ორასი)-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 6.2. ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 02) 6.2.1. პროგრამის მოსარგებლეა ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ბიოფსია,ქირურგიული ოპერაცია და სხვა. 6.2.2. მოსარგებლე ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 2000 (ორი ათასი)-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 6.2.3. ქვეპროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება საზღვარგარეთ მკურნალობა და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება. 6.3 „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის“ სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეთა დახმარების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 03) 6.3.1. პროგრამით მოსარგებლეა პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება. 6.3.2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 120 (ასოცი) ლარის ოდენობით. 6.4. ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04) 6.4.1. მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური გამოკვლევები ძვირადღირებულ სამედიცინო მომსახურებას მიეკუთვნება და მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის მიუწვდომელი რჩება მაშინ,როდესაც მთელი რიგი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. 6.4.2. დახმარება გაეწევა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშფაქტურის მიხედვით: 6.4.2.1. სოციალურად დაუცველ (სარეიტინგო ქულა100 000 დანაკლები) პაციენტებს – 100%-ით; 6.4.2.2. 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს – 100%-ით; 6.4.2.3. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს – 100%-ით; 6.4.2.4. სხვა დანარჩენ მოსახლეობას – 70%-ით, გარდა მე-6 პუნქტის „6.4.6.5“, „6.4.6.6“ და 6.4.6.7 ქვეპუნქტებისა. 6.4.3. ქვეპროგრამით განსაზღვრულია (ექიმის დანიშნულებით) ბენეფიციარისთვის რამდენიმე გამოკვლევის დაფინანსება, რომლის ღირებულებაც არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთას) ლარს, გარდა „6.4.6.5“, „6.4.6.6“ და „6.4.6.7 ”ქვეპუნქტებისა. 6.4.4. ქვეპროგრამით განსაზღვრული სერვისებით ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო პროგრამის ბენეფიციარები, აგრეთვე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ისინი არ/ან ნაწილობრივ ითვალისწინებს აღნიშნული სადიაგნოსტიკო კვლევის დაფინანსებას. 6.4.5. ქვეპროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება საზღვარგარეთ ჩასატარებელი და უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება. 6.4.6. დაფინანსდება შემდეგი მომსახურებები: 6.4.6.1. კომპიუტერული ტომოგრაფია; 6.4.6.2. ანგიოგრაფიები; 6.4.6.3. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია; 6.4.6.4. პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია; 6.4.6.5. გასტროსკოპია (დაფინანსდება 500 (ხუთასი)-ლარიანი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად 100%-ით); 6.4.6.6. კორონაროგრაფია/ვენტრიკულოგრაფია (დაფინანსდება 500 (ხუთასი)-ლარიანი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად 100 %-ით); 6.4.6.7. ღვიძლის ელასტოგრაფია (დაფინანსდება 500 (ხუთასი)-ლარიანი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად 100%-ით, გარდა „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პაციენტებისა, რომელთა FIB4 ქულა არის 1.45-3.25 მაჩვენებლებს შორის“). 6.4.6.8. დოპლეროგრაფია 6.5. ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 05) 6.5.1. ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობისათვის ქირურგიული ოპერაციული ჩარევის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 6.5.2. ქვეპროგრამით მოსარგებლეა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული: 6.5.2.1. პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული (გარდა პლასტიკური ოპერაციისა) ოპერაციული მკურნალობა; 6.5.2.2. პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება კარდიოქირურგიული ოპერაციული მკურნალობა და სახსრების ენდოპროტეზირება; 6.5.2.3. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პაციენტის გადასახდელი თანხა (თანაგადახდის კუთხით) 6.5.2.1 პუნქტის შემთხვევაში დაფინანსება მოხდება არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარით . 6.5.3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული სერვისებით ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული სამედიცინო პროგრამის ბენეფიციარები, ასევე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი არ/ან ნაწილობრივ ითვალისწინებს აღნიშნული ქირურგიული მკურნალობის დაფინანსებას’’. 6.5.4. ქვეპროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება უკვე ჩატარებული მკურნალობა პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შემდეგ/საზღვარგარეთ მკურნალობა. 6.6 C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 06 ) 6.6.1. ქვეპროგრამა განსაზღვრავს C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების განხორციელების პირობებს. ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს მკურნალობის პროცესში დაავადებულ პირთა ჩართვის ხელშეწყობას. ქ. ამბროლაურში რეგისტრირებული C ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებისათვის (მათ შორის, მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობა) აუცილებელი, დაავადების სტადიის განსასაზღვრი გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 6.6.2. ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, იძულებით გადაადგილებული პირები და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ის პირები, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი აქვთ ქ. ამბროლაურში და მოქალაქეები, რომელთაც ქ.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ მინიჭებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. ამასთან, ამ პუნქტით გათვალისწინებული პირები ჩართულნი უნდა იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის“ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის კომპონენტში. 6.6.3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: 6.6.3.1. C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრის მიზნით სწრაფი/მარტივი ან/და იმუნოფერმენტული ანალიზის (იფა) მეთოდით და მიღებული აქვთ დადებითი პასუხი (წარმოდგენილი კვლევის შედეგის საფუძველზე), მკურნალობაში ჩართვამდე და მკურნალობის პროცესის მონიტორინგისათვის აუცილებელი კვლევების ჩატარების უზრუნველყოფას შემდეგი პრინციპით: 6.6.3.1.1. ექიმთან ვიზიტი; 6.6.3.1.2. ანტი HCV სისხლში HCV რნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრა რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით; 6.6.3.1.3. HCV რნმ პოზიტიურ პაციენტებს – სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST კვლევები) და ღვიძლის ფიბროზის ხარისხის განსაზღვრა FIB-4 ტესტის დათვლით; 6.6.3.1.4. ღვიძლის ელასტოგრაფია (თუ FIB4 ქულა არის 1.45-3.25 მაჩვენებლებს შორის); 6.6.3.1.5. ღვიძლის ფიბროზის F,F3-F4 და F4 ხარისხის მქონე პაციენტებს ზემოაღნიშნული გამოკვლევების გარდა უტარდებათ შემდეგი გამოკვლევები: 6.6.3.1.5.1. HCV გენეტიკური ტიპის განსაზღვრა ხაზოვანი ჰიბრიდიზაციის ან რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით; 6.6.3.1.5.2. HBsAg, Anti-HBs, G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. 6.6.4. ქვეპროგრამით გასაწევი მომსახურებები ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით წლიური 500-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე. 6.6.5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება პირებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, ფინანსდება ღირებულების 30%, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლისათვის ღირებულების 70%, 6.6.4 პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გათვალისწინებით. 6.7. ქალაქ ამბროლაურის ბიუჯეტიდან თანხები გაიცემა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრილებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის შესაბამისად. 7. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა (პროგრამული კოდი 06 03) ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი თანხის ოდენობასა და გაცემის წესს. პროგრამის მიზნებია ეკონომიკურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა; ახალშობილთა, მრავალშვილიანი, მარჩენალდაკარგული ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ვეტერანთა, ხანდაზმული მოქალაქეების, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების, მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი ბავშვების სოციალური დაცვა და ფინანსური დახმარება; უკიდურესად გაჭირვებული, უსახლკარო ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა; სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება. პროგრამის მიზნობრივ ჯგუფებს წარმოადგენს: სოციალურად დაუცველი, ახალშობილთა, მრავალშვილიანი და მარჩენალდაკარგული ოჯახები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, უსახლკაროები, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები, მძიმე დაავადების მქონე შშმ პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მზრუნველობამოკლებული, მიუსაფარი და უკიდურესად გაჭირვებული ბავშვები, ხანდაზმულები. 7.1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება (პროგრამული კოდი 06 03 01) 7.1.1. ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვების მომსახურება გაეწევა: 7.1.1.1 ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა მონაცემების ერთიან ბაზაში არ აღემატება 65 000-ს; 7.1.1.2. მარჩენალდაკარგულ ბავშვს; 7.1.1.3.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც საჭიროებს მომვლელს; 7.1.1.4. მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ მასალებს სამსახური დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ მუდმივმოქმედ კომისიას (შემდგომში – კომისია). 7.1.1.5. კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას (რომელიც ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით) წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. კომისია უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი და მიმართოს რეკომენდაციით მერს, ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვების პროგრამაში ჩარიცხოს მოქალაქე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ დამატებით უნდა წარმოადგინოს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს არანაკლებ სამი დეპუტატის მიერ დამოწმებული წერილობითი შუამდგომლიბა, მისი უკიდურესი შეჭირვებულობისა და უფასო კვების პროგრამაში ჩართვის სასიცოცხლო აუცილებლობის შესახებ. 7.1.1.6.. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას მოსარგებლეთა უფასო კვების ობიექტში ჩარიცხვის შესახებ. 7.1.1.7. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში (მისამართი ქ. ამბროლაური, ვ. კობახიძის ქ. №4) ყოველდღიურად, კვირისა და სადღესასწაულო დღეების გარდა. 7.1.1.8.. კვება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქის მერსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით. 7.2. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 02) 7.2.1. ახალშობილთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევა ქალაქ ამბროლაურში მცხოვრებ ოჯახს, რომელთა ახალშობილიც დარეგისტრირდა ამავე ქალაქის მაცხოვრებლად. 7.2.2. პირველ ახალშობილზე გაიცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო ახალშობილზე თითოეულისთვის 50(ორმოცდაათი) ლარით მეტი. 7.2.3. ტყუპი ახალშობილების შემთხვევაში 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 7.2.4 თუ ბენეფიციარს დახმარების მიღების უფლება წარმოეშვება ამ მუხლით გათვალისწინებული ერთზე მეტი საფუძვლით, დახმარება მიეცემა მხოლოდ ერთი საფუძვლით – მაქსიმალური თანხის უპირატესობის პრინციპით. 7.3. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 03) 7.3.1 ადგილობრივი ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება: 7.3.1.1. მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება; 7.3.1.2. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; 7.3.1.3. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის (ომის მონაწილე) დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება; 7.3.2. სარიტუალო მომსახურება ანაზღაურდება 350 (სამას ორმოცდაათი) ლარით, გარდა 7.3.1.3. ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის (ომის მონაწილე) დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება ანაზღაურდება 300 (სამასი) ლარით. 7.4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 04) 7.4.1 ყოველთვიური ფინანსური დახმარება გაეწევა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე: 7.4.1.1. 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს თვეში 100 ლარის ოდენობით; 7.4.1.2. მძიმე დაავადების მატარებელს (სიმსივნე IV სტადია, ასციტი, ლეიკემია, შიზოფრენია), თვეში 100 ლარის ოდენობით; 7.4.1.2.1. პირს, რომელიც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას (ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი, ტეტრაპლეგია, ჰემიპლეგია,პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზი, მკვეთრად გამოხატული პარაპარეზი, მყარი ნარჩენი მოვლენები მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზით, ქვედა კიდურის ტაკვი (ამპუტაციის შემდგომი პერიოდი)) – თვეში 100 ლარის ოდენობით; 7.4.1.2.2. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოს, თვეში 100 ლარის ოდენობით; 7.5. ხანძრის შედეგად (საცხოვრებელ სახლზე) დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 05) ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებულ, ხანძრის შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალისათვის უსახლკაროდ დარჩენილ, დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი, მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 (ათი ათასი) ლარისა. 7.6 მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 06) 7.6.1 ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ ქალაქ ამბროლაურში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი: 7.6.1.1. სამშვილიანი ოჯახები 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; 7.6.1.2. ოთხი და მეტშვილიანი ოჯახები 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; 7.6.2. სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000 და ნაკლებია, ერთჯერად ფულად დახმარებასთან ერთად ყოველთვიურად მიიღებენ თითოეულ ბავშვზე 50 ლარს. 7.6.3. ყოველთვიური დახმარება არ გაიცემა იმ ბავშვზე: 7.6.3.1. რომელიც სარგებლობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით (სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში) დადგენილი მიზნობრივი ფულადი დახმარებით. 7.6.3.2. რომელიც სარგებლობს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) განსაზღვრული ფულადი დახმარებით. 7.7. მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 07) 7.7.1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარჩენალდაკარგულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა ოჯახზე/წარმომადგენელზე: 7.7.1.1 ერთ-ერთი მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – მშობელზე – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი თითო ბავშვზე. 7.7.1.2. ორივე მშობლის გარდაცვალების შემთხვევაში – წარმომადგენელზე – 500 (ხუთასი) ლარი თითო ბავშვზე. 7.8. უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ბინის ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03 08) 7.8.1. თანხა (თვეში არაუმეტეს 200 (ორასი) ლარი) გაიცემა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ უსახლკარო ოჯახებზე, რომლებიც: 7.8.1.1. სტიქიური უბედურების შედეგად დარჩნენ უსახლკაროდ და ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი; 7.8.1.2. არიან სოციალურად დაუცველები(სარეიტინგო ქულა 65000 და ნაკლები) და ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ საცხოვრებელი. 7.8.1.3. ქვეპროგრამის 7.8.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით შემოსულ განცხადებებს სამსახური თანდართულ დოკუმენტაციასთან და დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისთვის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოცილურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას. 7.9 ქალაქ ამბროლაურში მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება (პროგრამული კოდი 06 03 09) აღნიშნული პროგრამაში გათვალისწინებულია 2016 წლის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დავალიანების გადასახდელად საჭირო თანხა . 7.10. ბავშვთა მიტოვების პრევენციის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 03 10) 7.10.1 ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ეკონომიკურად უკიდურესად გაჭირვებულ, მზრუნველობამოკლებულ და მიუსაფარ ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით საჭიროა განხორციელდეს ბავშვთა მიტოვების(სააღმზრდელო დაწესებულებაში მოხვედრის) პრევენციული ღონისძიებები. ქვეპროგრამის აქტუალობა მდგომარეობს იმაში, რომ დღეისათვის კვლავ ბევრი მოზარდი ხვდება სააღმზრდელო დაწესებულებებში, რითაც მათ ერთმევათ შესაძლებლობა, აღიზარდონ ოჯახურ გარემოში, რაც გაეროს ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად წარმოადგენს იმ უპირატეს გარემოს, სადაც უნდა აღიზარდოს ბავშვი, რათა განავითაროს თავისი მზარდი შესაძლებლობები. 7.10.2. ქვეპროგრამის მიზანია ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში მოხვედრის რისკის აცილების ხელშეწყობა და ამ მიზნით ფულადი სოციალური დახმარების გაწევა. 7.10.3. ბავშვთა მიტოვების ფულადი პრევენციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა განხორციელდება მერიის შესაბამისი სამსახურისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სამხარეო ცენტრის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე. 7.10.4. ყოველთვიური დახმარება არ გაიცემა იმ ბავშვზე, რომელიც: 7.10.4.1. სარგებლობს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით (სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში) დადგენილი მიზნობრივი ფულადი დახმარებით. 7.10.4.2 სარგებლობს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებით (დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა) განსაზღვრული ფულადი დახმარებით. 7.10.5. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მზრუნველობამოკლებულ, მიუსაფარ ბავშვზე 0-18 წლამდე გაიცეს ფულადი დახმარება: 7.10.5.1. ჯანმრთელ ბავშვზე 80 (ოთხმოცი) ლარი; 7.10.5.2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე 130 (ას ოცდაათი) ლარი; 7.11. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ერთჯერადი ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 11) 7.11.1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა“ ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა: 7.11.1.1 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებზე 400 (ოთხასი) ლარის, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 7.11.1.2. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანეზე 400 (ოთხასი) ლარის, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 7.11.1.3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებზე 400 (ოთხასი) ლარის, ხოლო მათთან გათანაბრებულ პირებზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით; 7.11.1.4. სამხედრო ძალების ვეტერანებზე 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით; 7.12. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 12) 7.12.1. ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საშეშე მერქნით დახმარების ქვეპროგრამა განსაზღვრავს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისათვის საშეშე მერქნის გაცემის წესს. 7.12.2. საშეშე მერქანი გაიცემა ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-ს. 7.12. 3 საშეშე მერქანი თითოეულ ოჯახზე გაიცემა არაუმეტეს 5 მ3-სა. 7.12.4 საშეშე მერქნის მიღების თაობაზე ქ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფეძველზე. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ, სრულყოფილი მასალები შემდგომი განხილვისათვის ეგზავნება მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილ სოციალური პროგრამებისა და სოციალური საკითხების შემსწავლელ მუდმივმომქმედ კომისიას. კომისია უფლებამოსილია დაუშვას გამონაკლისი და მიმართოს რეკომენდაციით მერს, საშეშე მერქანი გაიცეს მოქალაქეზე, რომელიც ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში დაინტერესებულმა მხარემ დამატებით უნდა წარმოადგინოს, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის პირველი მოწვევის საკრებულოს არანაკლებ სამი დეპუტატის მიერ დამოწმებული წერილობითი შუამდგომლობა, მისი უკიდურესი შეჭირვებულობისა და საშეშე მერქნით დახმარების პროგრამაში ჩართვის სასიცოცხლო აუცილებლობის შესახებ. 7.13. ხანდაზმულ-დღეგრძელთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 13) 7.13.1. ქვეპროგრამის მიზანია ხანდაზმული ადამიანების თანადგომა და მხარდაჭერა. 7.13.2 თანხა გაიცემა მოქალაქეზე, რომელსაც საბიუჯეტო წლის განმავლობაში შეუსრულდა 90 და მეტი წელი (საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში ბენეფიციარის კუთვნილი თანხა გადაეცემა მის ოჯახს). 7.13.3. ხანდაზმულ დღეგრძელთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა 300 (სამასი) ლარისოდენობით. 7.14. ქალაქ ამბროლაურის ბიუჯეტიდან თანხები გაიცემა ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული „სოციალური დაცვის პროგრამა და ბენეფიტის გაცემის წესის“ შესაბამისად. |
თავი III
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 17.
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით
|
დოკუმენტის კომენტარები