დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 21/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016029 |
|
„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ –
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” 2013 წლის 24 დეკემბრის №03 ბრძანებით დამტკიცებულ დანართ №2-ში და დანართ №3-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული ფორმა №15 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის მიხედვით. |
2.
ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული „სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსების ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის 23-ე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„კ) სვეტის „ურთიერთდაკავშირებულ დამზღვევთა/დაზღვეულთა ჯგუფის მაიდენტიფიცირებელი დასახელება/კოდი“ შევსებისას, „მზღვეველისათვის ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში აღებულ ნეტო ვალდებულებებსა და საკუთარ კაპიტალს შორის ზღვრული თანაფარდობის შემოღების თაობაზე” სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №05 ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრულ ურთიერთდაკავშირებულ დამზღვევს/დაზღვეულებს ენიჭებათ იდენტური დასახელება/კოდი. იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი/დაზღვეული არ წარმოადგენს მზღვეველისთვის ერთ რისკს ან არ განიხილება ერთი რისკის შემადგენელ პირად, ამავე სვეტში აღირიცხება მისი საიდენტიფიკაციო კოდი ან პირადი ნომერი.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები