დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/08/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016319 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 18 ნოემბრის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/11/2016; 190020020.35.149.016296) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
"; ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
"; გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 11737,1 ათასი ლარის ოდენობით:
"; დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 6158,6 ათასი ლარის ოდენობით:
"; ე) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7349,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
"; ვ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6479,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6597,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 118,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
"; ზ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
"; თ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16 ბ.ბ) საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ კასპის ქარწისის დასახლებაში საკანალიზაციო ქსელის მოწყობისათვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ კასპში ჭავჭავაძისა და სამთავისის ქუჩებზე საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები."; ი) დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) სპორტის დაწესებულების გაერთიანების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01) 2017 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში დაგეგმილია სპორტის პოპულარიზაცია, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მომზადებისათვის სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2017 წლის განმავლობაში დაახლოებით 250 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას."; კ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) კასპის სპორტკომპლექსის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 02) 2017 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება. ახალგაზრდებში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით, დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მომზადებისათვის სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2017 წლის განმავლობაში დაახლოებით 325 ახალგაზრდა გაივლის სპორტულ მომზადებას. "; ლ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
". |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები