საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია

საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია
დოკუმენტის ნომერი 33/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 21/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 23/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016347
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
33/2017
21/08/2017
ვებგვერდი, 22/08/2017
010210010.15.008.016347
საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/08/2017 - 16/01/2026)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №33/2017

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირთა მიერ კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღების აღმწერი ინსტრუქცია

  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-8 მუხლის 25-ე პუნქტის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ, საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირებს შეუძლიათ აწარმოონ ფოტოვიდეოგადაღება.
მუხლი 2
საარჩევნო კომისიების სხდომების ფოტოვიდეოგადაღება ხორციელდება შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

1. საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს:

ა) თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მოწმობა, რის გარეშეც არ დაიშვება კომისიის სხდომაზე;

ბ) უფლება არ აქვს ფოტოვიდეოგადაღებისას ჩაერიოს კომისიის სხდომის მიმდინარეობაში ან/და ხელი შეუშალოს კომისიის მუშაობას;

გ) უფლება აქვს საარჩევნო კომისიის სხდომაზე, კომისიის სხდომის დაწყებიდან/გახსნიდან 5 წუთის განმავლობაში, აწარმოოს ფოტოვიდეოგადაღება ნებისმიერი ადგილიდან, რის შემდეგაც ის ვალდებულია დაიკავოს შესაბამისი კომისიის/სხდომის თავმჯდომარის მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილი და ამ ადგილიდან აწარმოოს სხდომის ფოტოვიდეოგადაღება;

დ) უფლება აქვს აწარმოოს ინფორმაციისა და მასალის ფოტოვიდეოგადაღება გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

2. საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობის დროს, სხდომათა დარბაზში დაუშვებელია ინტერვიუები. ინტერვიუები დასაშვებია სხდომის დაწყებამდე ან სხდომის დასრულების შემდგომ, საარჩევნო კომისიებში ამისათვის კომისიის/სხდომის თავმჯდომარის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე ისე, რომ ამით არ შეფერხდეს საარჩევნო კომისიის საქმიანობა.

მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი