მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31/2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 21/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016345
31/2017
21/08/2017
ვებგვერდი, 22/08/2017
010210010.15.008.016345
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №31/2017

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის  მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 119-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 145-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და 167-ე მუხლის მე-11 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისათვის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატებისათვის რიგითი ნომრის მინიჭების მიზნით:

1. პირველ რიგში ტარდება წილისყრა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატებისათვის;
2. მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატების წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები წილისყრის მიზნით შევსებულ ფურცლებს სათითაოდ იღებენ მათ მიერ წარდგენილი მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რიგითობის შესაბამისად;

3. მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატების წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლების მიერ წილისყრის მიზნით შევსებული ფურცლების აღების რიგითობა, ერთსა და იმავე დღეს რეგისტრირებული კანდიდატებისათვის, განისაზღვრება შესაბამისი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი  მერობის/საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების ნომრის მიხედვით.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი