დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ სს „თიბისი ბანკისთვის“ და სს „პროკრედიტ ბანკისთვის“ გარანტიის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1668 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024432 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1668
2017 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ სს „თიბისი ბანკისთვის“ და სს „პროკრედიტ ბანკისთვის“ გარანტიის გაცემის შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ სს „თიბისი ბანკისთვის“ და სს „პროკრედიტ ბანკისთვის“ არაუმეტეს 6 მლნ ევროს ოდენობის გარანტიის გაცემის თაობაზე.
2. ევროპის საინვესტიციო ბანკსა (EIB) და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ჩარჩოხელშეკრულების მე-11 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წერილობით დაუდასტუროს ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) თანხმობა ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი წერილის შინაარსზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები