დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ექსპორტ-იმპორტის და რეექსპორტის ლიცენზირების წესის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 10/07/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 10/07/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 160.012.003.313 |
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს
ბრძანება №31 1998 წლის 10 ივლისი ქ. თბილისი |
ექსპორტ-იმპორტისა და რეექსპორტის ლიცენზირების წესის შესახებ
|
1998 წლის 26 ივნისის საქართველოს კანონის „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების შესრულების მიზნით, ასევე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 23 იანვრის №35 და 1995 წლის 30 ნოემბრის №744 დადგენილებების შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქონლის ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის ლიცენზირების წესის შესახებ, დანართებით №1 და №2. 2. აღნიშნული ბრძანება ეცნობოთ საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებს. დანართი: 5 ფურცელი მინისტრი კ. ზალდასტანიშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა საქონლის ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის ლიცენზირების წესის შესახებ
1. მოცემული დებულება განსაზღვრავს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მიერ წინამდებარე დებულების №1 და №2 დანართებში ჩამოთვლილი საქონლის ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის ლიცენზირების ერთიან წესს. 2. ლიცენზიები გაიცემა საქართველოს იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე მათი საკუთრების ფორმისა და რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად. 3. ლიცენზიების გადაცემა სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე აკრძალულია. 4. ლიცენზიები გაიცემა განცხადების საფუძველზე. საქონლის ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის ლიცენზირებისას განცხადებას თან უნდა დაერთოს: - საექსპორტო ან საბარტერო კონტრაქტი (მხოლოდ ექსპორტისა და რეექსპორტის ლიცენზირების შემთხვევაში); - საიმპორტო კონტრაქტი ან ცნობა საიმპორტო საქონლის კუთვნილების შესახებ; - ასეთად შეიძლება ჩაითვალოს: სატრანსპორტო ზედდებული ან სასაქონლო ზედდებული ან კონოსამენტი ან საბაჟო დეკლარაცია (მხოლოდ იმპორტის ლიცენზირების შემთხვევაში); - მომსახურე ბანკის ცნობა საბანკო ანგარიშის არსებობის შესახებ; - ქვითარი სალიცენზიო მოსაკრებლის შესახებ; - საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ (მხოლოდ ექსპორტის და რეექსპორტის ლიცენზირების შემთხვევაში); - იმ სამინისტროთა და უწყებათა თანხმობა, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აპრილის №.270 ბრძანებულებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 23 იანვრის №.35 და 1995 წლის 30 ნოემბრის №744 დადგენილებებით. 5. განმცხადებლები განცხადებასა და მის დანართებში მოყვანილი ცნობების სინამდვილეზე პასუხს აგებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ლიცენზიის მიღებაზე შემოსული განცხადების რეგისტრაცია ხდება ზემოაღნიშნული დებულების მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში. განცხადების რეგისტრაცია წარმოებს სპეციალურ ზონარგაყრილ, ბეჭდით დამოწმებულ რეესტრის წიგნში, რომლის ყოველი გვერდი უნდა იყოს დანომრილი. იგივე წიგნში წარმოებს გაცემული ლიცენზიების რეგისტრაცია სათანადო ჩანაწერით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: - ლიცენზიის მიმღების დასახელება; - პროდუქციის დასახელება; - საერთო ღირებულება; - ლიცენზიის ნომერი. 7. ლიცენზიის გაცემა ხორციელდება საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის ცხრანიშნა კოდების მიხედვით, საქონლის შესაბამის განზომილებაში. 8. ლიცენზია გაიცემა საქონლის ერთი სახეობაზე კონტრაქტში მითითებული სასაქონლო პოზიციების რაოდენობის მიუხედავად. 9. ლიცენზია გაიცემა კონტრაქტში დაფიქსირებული ვადების ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 1 კალენდარული წლისა. იგი ძალაშია მასში მითითებული ვადის განმავლობაში. საექსპორტო-საიმპორტო (მათ შორის რეექსპორტზეც) ოპერაციები შეიძლება განხორციელდეს ლიცენზიაში დაფიქსირებული რაოდენობისა და ვადების ფარგლებში რამოდენიმე ეტაპად. 10. ლიცენზიის გაცემაზე გადაწყვეტილება : მიიღება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა განცხადების რეგისტრაციიდან. უარი ლიცენზიის გაცემაზე უნდა იყოს მოტივირებული (განმცხადებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უარის მოტივაცია მას ეცნობება წერილობით). ამ შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება სალიცენზიო გადასახადის ქვითარში აღნიშნული თანხა. 11. ყველა გაცემული ლიცენზიის ასლები და მათ საფუძველზე ჩატარებული ანალიზი ყოველკვირეულად უნდა მიეწოდოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრს. მათ ბაზაზე იწარმოებს ლიცენზიების ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირება. 12. ლიცენზიის გაცემისათვის საჭირო წარმოდგენილი ყველა საბუთი ინახება ლიცენზიის გამცემ სტრუქტურაში 3 წლის განმავლობაში. დანართი №1
საქონლის ნუსხა, რომლის ექსპორტი ხორციელდება ლიცენზიებით
დანართი №2 საქონლის ნუსხა, რომლის იმპორტი და რეექსპორტი ხორციელდება ლიცენზიებით
ნებადართულია მხოლოდ არატოქსიკური სამრეწველო ნარჩენების იმპორტი, მათი სამრეწველო გადამუშავების მიზნით. ტოქსიკური და რადიოაქტიური სამრეწველო ნარჩენების იმპორტი მათი უტილიზაციის, გაუვნებელყოფის, გადამუშავების, დამარხვის ან სხვა მიზნით აკრძალულია.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები