შპს „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ შემოთავაზებული სესხის ფინანსური პირობების შესახებ

შპს „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ შემოთავაზებული სესხის ფინანსური პირობების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1667
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024431
1667
10/08/2017
ვებგვერდი, 23/08/2017
000000000.00.003.024431
შპს „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ შემოთავაზებული სესხის ფინანსური პირობების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1667

2017 წლის  10 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ შემოთავაზებული

 სესხის ფინანსური პირობების შესახებ

მოწონებულ იქნეს შპს „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ შემოთავაზებული სესხის ძირითადი ფინანსური პირობები:

·  სესხის ოდენობა – 28 მილიონი ევრო;

·  სესხის ხანგრძლივობა – 15 წელი (მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი 3.5 წელი);

·  საპროცენტო განაკვეთის ტიპი – ცვლადი, EURIBOR + 1%;

·  ადმინისტრირების გადასახდელი – სესხის თანხის 1%;

·  ვალდებულების გადასახდელი – წლიური 0.5% (აღნიშნულის დარიცხვა ხდება სესხის აუთვისებელ ნაწილზე).

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი