დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1666 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024430 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1666
2017 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მიეცეს თანხმობა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (შემდგომში – ფონდი), „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-3 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურების შესაბამისად.
2. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს, ფონდის წინადადების საფუძველზე, გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები