დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისათვის შემჭიდროებული ვადების გამოყენების შესახებ თანხმობის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1665 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024429 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1665
2017 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტრონული ტენდერის ჩატარებისათვის შემჭიდროებული ვადების გამოყენების შესახებ თანხმობის გაცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №824 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხის ნაწილის – 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ფარგლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული კერძო საცხოვრებელი სახლების აღდგენისათვის საჭირო საქონლის სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები