საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd-ს შორის გასაფორმებელი შეთანხმების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1662
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024421
1662
10/08/2017
ვებგვერდი, 23/08/2017
000000000.00.003.024421
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd-ს შორის გასაფორმებელი შეთანხმების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1662

2017 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd-ს შორის გასაფორმებელი შეთანხმების თაობაზე

1. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 მაისის №847 განკარგულების მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა (შემდგომში – დეპარტამენტი) და China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd-ს შორის 2014 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული №EWHG/CW/ICB-04 ხელშეკრულებისმოშლასთან დაკავშირებული შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების ცვლილება.

2. მოწონებულ იქნეს დეპარტამენტსა და China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd-ს შორის გასაფორმებელი შეთანხმება.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის მიზანშეწონილობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 4 მაისის №847 განკარგულება.

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი