მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 15/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.109.016234
29
18/08/2017
ვებგვერდი, 23/08/2017
010260020.35.109.016234
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2017 წლის 18 აგვისტო

ქ. მარტვილი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის №24 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26.09.2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016115) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლის   მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს   პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის  უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (შემდგომში – განყოფილების უფროსს).“;

ბ) მე-4 მუხლის „ი“ და „პ“ ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) გამგეობაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას და დაგეგმვას.

პ) ადამიანური რესურსების მართვას და ადმინისტრირებას.“.

გ) მე-4 მუხლის  „ს“ და ,,ტ“  ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) გამგეობაში პროფესიულ საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების შევსებისა და პირის შრომითი ხელშეკრულებით მიღების მიზნით  კონკურსების ორგანიზებას ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

ტ) გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა პროფესიული დონის ანალიზს, ადამიანური რესურსების საჭიროებათა შესწავლას და მისი გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; პროფესიული საჯარო მოხელეთა პროფესიულ განვითარების ორგანიზებას; გამგეობაში სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის და პროფესიულ დონის ასამაღლებელ პროფესიული საჯარო მოხელეთა სიის შედგენას; კონტროლს  გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა მიერ სასწავლო პროგრამების შერჩევასა და გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას.“.

მუხლი 2
„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის №25 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22/09/2014 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016116) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს   პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის  უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (შემდგომში – განყოფილების უფროსს).“.

მუხლი 3
„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის №26 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22/09/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016117) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს   პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის  უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (შემდგომში – განყოფილების უფროსს).“;

ბ) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 4
„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის №28 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22/09/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016119) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-4 მუხლის „ზ“ პუნქტს  დაემატოს „ზ1“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ1) უზრუნველყოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.“;

ბ) მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს   პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის  უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს (შემდგომში – განყოფილების უფროსს).“. 

მუხლი 5
„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის №29 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.09.2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016123) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 მუხლის  1-ლი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს   პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის  უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს.“. 

მუხლი 6
„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის №30 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.09.2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016121) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი  5. სამსახურის ხელმძღვანელობა

 სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს   პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ (შემდგომში – სამსახურის  უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს.“.  

მუხლი 7
„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის №31 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.00.2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 120260000.35.109.016122) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-3 მუხლის მე-3    პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს   პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის  უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს.“. 

მუხლი 8
„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის №27 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.09.2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016118) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
ა) 1-ლი მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა  სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფას და კანონიერებას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას, მათთვის მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელების ეფექტურობის შესწავლას და ანალიზს, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დისციპლინურ წარმოებას.“;

ბ) მე-4 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურის მხრიდან ჩადენილი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში გამგებლის წინაშე დააყენოს საკითხი ასეთი თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახის ღონისძიებების გამოყენების შესახებ და უზრუნველყოს დისციპლინური წარმოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება, გასცეს რეკომენდაცია მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით.“;

გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს   პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის  უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს.“. 

მუხლი 9
„მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის №32 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.09.2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.109.016023) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში:
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს   პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (შემდგომში – სამსახურის  უფროსი), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს.“;

ბ) მე-3 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და პროფესიული საჯარო მოხელეებისაგან.“.

მუხლი 10
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 13 ივლისის №24 დადგენილება.
მუხლი 11
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე და  მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია