დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.106.016236 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
28
18/08/2017
ვებგვერდი, 23/08/2017
010250050.35.106.016236
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/08/2017 - 29/12/2022)
|
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების დადგენის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 25-ე მუხლების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
ადგილობრივი მოსაკრებლები |
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: |
ა)
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის. |
ბ)
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის; |
გ)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. |
მუხლი 2.
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის |
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის განისაზღვრება 1 (ერთი) ლარის ოდენობით. |
მუხლი 3.
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის |
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება: |
ა)
ერთ სულ მოსახლეზე – თვეში 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით. |
ბ)
იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე 12 (თორმეტი) ლარის ოდენობით. |
მუხლი 4.
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი |
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება: |
ა)
თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით; |
ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; |
გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; |
დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 25000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით; |
ე)
ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 20%-ის ოდენობით; |
ვ)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; |
ზ)
თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. |
მუხლი 5.
დასკვნითი დებულებები |
1.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 მარტის №118 დადგენილება. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები