დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ხ. თოთლაძის დანიშვნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1700 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024403 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1 700
2017 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლად ხ. თოთლაძის დანიშვნის თაობაზე
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატოსა და ნატოს პერსონალის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები