დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების (შესაბამისი აღჭურვილობითა და თანმდევი მომსახურებით) სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1648 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024399 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1648
2017 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების (შესაბამისი აღჭურვილობითა და თანმდევი მომსახურებით) სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს უფლება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის ამომცნობ ანალიტიკურ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების (შესაბამისი აღჭურვილობითა და თანმდევი მომსახურებით ) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვისსაშუალებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროგრამით – „მერიის ადმინისტრაცია“ (კოდი: 10 02) გათვალისწინებული ასიგნებებიდან 300 000 (სამასი ათასი) ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები