დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზის საპროექტო ხაზის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული მაგისტრალური გაზსადენის გადატანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1694 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024395 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 1694
2017 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზის საპროექტო ხაზის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული მაგისტრალური გაზსადენის გადატანის შესახებ
1. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან მისასვლელი რკინიგზის საპროექტო ხაზის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული „ქუთაისი სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის გადატანა და დაევალოს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ შესაბამისი პროექტის მომზადება და გაზსადენის გადატანის სამუშაოების განხორციელება საკუთარი სახსრებით.
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და სს „საპარტნიორო ფონდმა“ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ქმედებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები