დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში დამატების შეტანისა და „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებულ №160 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1642 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024382 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1642
2017 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში დამატების შეტანისა და „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებულ №160 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 აგვისტოს №1564 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული პირობის გათვალისწინებით, ქ. გორში მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისათვის (სამუშაოების დასრულების თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე), კანადური კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ისათვის 2017 წელს ასანაზღაურებელი თანხის (ამ განკარგულების მე-5 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტში მითითებული გრაფიკის მიხედვით) გადარიცხვა უზრუნველყოს შპს „სპორტმშენსერვისმა“ (ს/ნ: 204878542), საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ მოცემული საწარმოს კაპიტალში აღნიშნული მიზნისთვის შესაბამისი ფინანსური შენატანის განხორციელების შემდგომ;“.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტისა და „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მოწონებულ იქნეს „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, შპს „სპორტმშენსერვისსა“ და კანადურ კომპანია BEHLENINDUSTRIES LP-ს შორის 2016 წლის 4 ოქტომბერს გაფორმებულ №160 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ გასაფორმებელი შეთანხმება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები