დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სასარგებლო წიაღისეულის (სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ტექნოგენური დანაგროვი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის აუქციონის საწყისი ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1688 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024386 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1688
2017 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-7 მუხლის 13 პუნქტის საფუძველზე:
1. ქ. ზესტაფონში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის (სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ტექნოგენური დანაგროვი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 170 000 (ას სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის (სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ტექნოგენური დანაგროვი) მოპოვების ლიცენზიის გაცემისთვის დამატებით სალიცენზიო პირობებად განსაზღვროს:
ა)მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ძარაგადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტრანსპორტირების ვალდებულება;
ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განლაგებული შენობა-ნაგებობების დაზიანების შემთხვევაში − მათი აღდგენის ვალდებულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები