დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1684 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024373 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1684
2017 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „ლიტ ჯეო ინვესტს“ (ს/კ: 243859749) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში 26 მაისის ქუჩაზე მდებარე 22305 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 – საერთო ფართით 201.24 კვ. მ, №2 (ამორტიზებული), №3 –საერთო ფართით 78.26 კვ. მ და №4 (აუზი) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №69.04.60.286) შპს „ლიტ ჯეო ინვესტის“ საკუთრებაში არსებული, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდაურში მდებარე 2500 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №74.06.11.726) და დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში მდებარე 2013 კვ. მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №71.55.07.715) უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის იპოთეკის უფლებისაგან თავისუფალ მდგომარეობაში, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ შპს „ლიტ ჯეო ინვესტი“ დაფარავს სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 20 დეკემბრის №007476216 და 2016 წლის 29 ნოემბრის №007026916 დასკვნებით დადგენილ ამ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ნივთების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას (33 224 (ოცდაცამეტი ათას ორას ოცდაოთხი) ლარს) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები