დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის №762 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1683 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024389 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1683
2017 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის №762 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის №762 განკარგულებაში და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოში გასამართი ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისა და ქვეყანაში უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით, უზრუნველყოს „ფოლკლორული ფესტივალის რეგიონებში“; „თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის - Sou Fest-ისა“ და ღონისძიების – „Sofar Sounds Tbilisi-ის“ ნაწილობრივი დაფინანსება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში(პროგრამული კოდი: 24 05 02).“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები