ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1680
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024391
1680
10/08/2017
ვებგვერდი, 23/08/2017
000000000.00.003.024391
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1680

2017 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების ჩამობრძანებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

 

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, ინდოეთის არქეოლოგიურ სამსახურთან მიღწეულ იქნა შეთანხმება ინდოეთიდან საქართველოში წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების 6 თვით საქართველოში ჩამობრძანების თაობაზე;

ბ) ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების 6 თვით საქართველოში ჩამობრძანების ორგანიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო თანხა შეადგენს 343 310 (სამას ორმოცდასამი ათას სამას ათი) ლარს.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების ორგანიზების მიზნით:

ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანება, საქართველოს რეგიონებში წმინდა ნაწილების გადაადგილება, აგრეთვე მოძრავი გამოფენების მოწყობა და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება;

ბ) ეთხოვოთ საქართველოს საპატრიარქოსა და მუნიციპალიტეტებს, მუნიციპალიტეტებში მოძრავი გამოფენების ლოკაციების უზრუნველყოფა;

გ) სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს – დავით ლორთქიფანიძეს მიეცეს ინდოეთის მხარესთან მოლაპარაკებებისა და საქართველოს სახელით დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით:

ა) 2017 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის 254 310 (ორას ორმოცდათოთხმეტი ათას სამას ათი) ლარის გამოყოფა;

ბ) საქართველოს ფინანსთა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა 2018 წელს საჭირო თანხა – 89 000 (ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარის ოდენობით გაითვალისწინონ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვისას.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.