სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1679
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024370
1679
10/08/2017
ვებგვერდი, 23/08/2017
000000000.00.003.024370
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1679

2017 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

 

1. მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 3 845 000 (სამი მილიონ რვაას ორმოცდახუთი ათასი) ლარისა, კერძოდ:

ა) ონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარისა;

ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარისა;

გ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარისა;

დ) მარტვილის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარისა;

ე) ხონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 200 000 (ორასი ათასი)ლარისა;

ვ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 175 000 (ას სამოცდათხუთმეტი ათასი)ლარისა.

2.    საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების საფუძველზე თანხების გადარიცხვა განახორციელოს მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებზე გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი