„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 404
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.020113
404
17/08/2017
ვებგვერდი, 18/08/2017
010320000.10.003.020113
„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №404

2017 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და  პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  27/04/2017, 010320000.10.003.019920) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  წესის:

1.   მე-3 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო,  მგზავრობის, საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისა და, საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის ვიზის მიღებისათვის გაწეული ხარჯებისაგან, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები. შესაბამის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად აგრეთვე მიეცემა ამ წესის №2 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი. ამასთან, №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის თანამდებობის პირებს აუნაზღაურდებათ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები. სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელეს ასევე აუნაზღაურდება მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო  სამთავრობო და საპრეზიდენტო  დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები.“;

ბ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, რომლის მიუხედავად, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულება არ ანაზღაურდება, თუ ფრენის მთლიანი ხანგრძლივობა (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობის დროს) 5 საათზე ნაკლებია (მათ შორის, მგზავრობის ხარჯის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად ანაზღაურებისას). დასაცავი პირის ბიზნესკლასის ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულება აუნაზღაურდება მივლინებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რომელიც ობიექტური აუცილებლობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით,    მგზავრობს ამავე კლასის ტრანსპორტით დასაცავ პირთან უშუალო თანხლებით.“;

 გ) მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16.   ქვეყნის შიგნით მივლინებისას საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურებისათვის მოხელეს ეძლევა თანხა არაუმეტეს საშუალო კლასის სასტუმროს ნომრის ღირებულებისა, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, ხოლო ქვეყნის გარეთ მივლინებისას – ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

17. დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის შიგნით მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სადღეღამისო ხარჯებისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის ეძლევათ დღეში 50 ლარი. აღნიშნულ მოსამსახურეებს მგზავრობისთვის, ასევე 50 ლარს ზემოთ საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის გაწეული ხარჯები შეიძლება აუნაზღაურდეთ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

18. სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს, ამ წესის №2 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ მისიათა ხელმძღვანელებს, NATO/PfP/SOFA-ის  ფარგლებსა და NATO-ის უსაფრთხოების კონფერენციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებს, ამ წესის მე-2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა თანმხლებ პირებსა და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა პირად დაცვას სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება  შესაძლებელია აუნაზღაურდეთ  ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით.“;

დ) 25-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) არა უგვიანეს 1 თვისა ქვეყნის შიგნით მივლინებიდან დაბრუნებულმა მოხელემ, ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურემ, საჯარო დაწესებულებას უნდა წარუდგინონ მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები, ხოლო ამავე მუხლის მე-18  პუნქტით გათვალისწინებულმა სხვა პირებმა მხოლოდ მგზავრობისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები – არასამსახურებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემთხვევაში.“;

ე) 29-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის  შენიშვნის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამთავრობო და საპრეზიდენტო  დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად მოხელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება შეიძლება მოხდეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად.

2. შესაბამისი საჯარო დაწესებულების საჯარო მოხელეთა ერთობლივი წარმომადგენლობითი დელეგაციის სამსახურებრივი მივლინებისას სამივლინებო ხარჯები შესაძლებელია ანაზღაურდეს შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას №2 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი თანამდებობის პირებს – მგზავრობის, ხოლო საქართველოს კანონით ან/და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დასაცავი პირების ვიზიტთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მივლინებულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდებათ ამ წესის მე-3 მუხლის 25-ე პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.“.

3. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

„დანართი №2

 

შესაბამისი თანამდებობის პირისათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

 

 თანამდებობის დასახელება

სადღეღამისო

ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით

საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი

80

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

80

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი

80

საქართველოს მთავარი პროკურორი

80

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი

80

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

80

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი

80

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

80

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

80

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

80

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

80

საქართველოს დაზვერვის  სამსახურის უფროსი

80

საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე და წევრები

70

საქართველოს სახალხო დამცველი

80

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

70

საქართველოს მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი

70

საქართველოს დაზვერვის  სამსახურის უფროსის მოადგილე

70

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი

70

სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი

70

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოადგილე

70

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე

70

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

70

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

70

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) და მოადგილეები,

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

70

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

70

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

70

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

70

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე და მოადგილეები

70

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

70

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

70

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 

თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი

60

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი

60

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე

60

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

60

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო მოხელის პირველი, მეორე და მესამე რანგის I კატეგორიის საჯარო  მოხელეები

40

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე

40

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი (ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი)

40

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის პირველი და მეორე რანგის საჯარო  მოხელეები

40

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი

40

საქართველოს საპრეზიდენტო დელეგაციის ხელმძღვანელი

40

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის გარეთ მივლინებული საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე

30

საქართველოს საპრეზიდენტო დელეგაციის წევრი

30

 

.“.

4. დანართი №2-ის შენიშვნის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება, გამოვიდნენ საქართველოს სახელით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს,  საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, თანაშემწეს, სპეციალურ წარმომადგენელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის, ტრანსპორტის დაქირავებისა და წარმომადგენლობითი ხარჯები, აგრეთვე სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას მოხელის მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის დაქირავების ხარჯები, ხოლო სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციის წევრებს – მივლინებასთან დაკავშირებული კავშირგაბმულობის ხარჯები აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესაბამისი უწყებებისათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მივლინების შემთხვევაში – საქართველოს ეროვნული ბანკის სახსრებით.“.

5. დანართი №3 და ამავე დანართის შენიშვნა ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი