„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 03/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016165
01-155
17/08/2017
ვებგვერდი, 18/08/2017
480040000.22.030.016165
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-155

2017 წლის 17 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №220 ბრძანებით (სსმ III, 24.11.2009 წელი, №144, მუხლი 1679) დამტკიცებულ დიპლომატიური   სამსახურის  გავლის   წესის მე-5 მუხლში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. განსაკუთრებულ შემთხვევებში, დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში შესაძლებელია, მომსახურე პერსონალი სამუშაოდ მიღებულ იქნეს  მინისტრის მიერ, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.“;

ბ) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ვადას განსაზღვრავს მინისტრი/დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი/საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიდავით ზალკალიანი