„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016349
23
16/08/2017
ვებგვერდი, 21/08/2017
010250000.35.114.016349
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2017 წლის 16 აგვისტო

დაბა ჩოხატაური

 

 

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,     

ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 31 იანვრის №1 დადგენილებაში“ (www.matsne.gov.ge; 06/02/2017,  სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი:  010250000.35.114.016327). შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ამოღებულ იქნეს  დადგენილების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი.

2. ამოღებულ იქნეს დადგენილების დანართის მე-6 მუხლი.

3. ამოღებულ იქნეს დადგენილების დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი.

4. დადგენილების დანართის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საკრებულოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტების ფინანსური ანალიზი“.

5. დადგენილების დანართის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის თ) და ი) ქვეპუნქტები:

„თ) დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, განხილვა, ანალიზი და წერილობითი მიმართვების პროექტების მომზადება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება“.

6. დადგენილების დანართის მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის ,,ბ1 ქვეპუნქტი:

„ბ1) საკრებულოს ფრაქციებსა და კომისიებში ელ.დოკუმენტბრუნვის  ფუნქციონირების უზრუნველყოფა“.

7. დადგენილების დანართის  მე-12  მუხლის მესამე პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა სამუშაო აღწერილობითა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე