შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1638
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024355
  • Word
1638
03/08/2017
ვებგვერდი, 21/08/2017
000000000.00.003.024355
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1638

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა პროექტი 3)“ №2 ცვლილების“ ხელმოწერის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის №1529 განკარგულების საფუძველზე, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2017 წლის 2 აგვისტოს ხელი მოეწერა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2013 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3) №2 ცვლილებას, რომლის ფარგლებშიც შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ (შემდგომში კომპანია) განახორციელებს სოფელ გუდაურის წყალარინების სისტემისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემისა და ქალაქ აბაშის მაგისტრალური მილსადენის სამშენებლო სამუშაოებს.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა კომპანიას, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვების განხორციელებისას გამოიყენოს აზიის განვითარების ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                          გიორგი კვირიკაშვილი