ფ/პ პლატონ ტატიშვილზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის თაობაზე

  • Word
ფ/პ პლატონ ტატიშვილზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1637
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 03/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024356
  • Word
1637
03/08/2017
ვებგვერდი, 21/08/2017
000000000.00.003.024356
ფ/პ პლატონ ტატიშვილზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1637

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

ფ/პ პლატონ ტატიშვილზე გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრაზე თანხმობის გაცემის თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს №136 დადგენილებით დამტკი­ცე­ბული დებულების 61 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-7 მუხლის 13 პუნქტის საფუძველზე:

1. მიეცეს თანხმობა საქათველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ფ/პ პლატონ ტატიშვილზე (პ/ნ: 44001003208)გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1003368 ლიცენზიის მოქმედების ვადა გააგრძელოს 2017 წლის 4 აგვისტოდან 2027 წლის 4 აგვისტომდე.

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობის თანხა, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან ერთი თვის ვადაში.

3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 3 აგვისტოდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი