შპს „გზების“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „გზების“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1636
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024357
  • Word
1636
03/08/2017
ვებგვერდი, 21/08/2017
000000000.00.003.024357
შპს „გზების“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1636

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „გზების“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 11 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. ბათუმისა და სოფლის გზების რეაბილიტაციის მიზნით, შპს „გზები“ (ს/ნ: 245425393) 3 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კორომხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში: 

 

X

Y

1

742286

4608735

2

742335

4608676

3

742296

4608586

4

742050

4608482

5

741941

4608461

6

741890

4608439

7

741859

4608414

8

741843

4608374

9

741593

4608245

10

741532

4608172

11

741519

4608303

12

741856

4608530

13

742102

4608584

S = 9,03 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი შპს „გზები“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.

3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, შპს „გზების“ ლიცენზიისაგან გათავისუფლებისთვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა 36 000 (ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი და შპს „გზებმა“ აღნიშნული თანხის გადახდა უზრუნველყოს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

4. შპს „გზების“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

5. შპს „გზებმა“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                   გიორგი კვირიკაშვილი