შპს „Mix-მშენებლის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ

  • Word
შპს „Mix-მშენებლის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1635
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024358
  • Word
1635
03/08/2017
ვებგვერდი, 21/08/2017
000000000.00.003.024358
შპს „Mix-მშენებლის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1635

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „Mix-მშენებლის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქედის მუნიციპალიტეტში, მდინარე აკავრეთის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს „Mix-მშენებელი“ (ს/კ: 445428724) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, დაბა ქედის მიმდებარედ, მდინარე აკავრეთის კალაპოტში მოიპოვოს 49650 მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

744655

4609210

2

744755

4609107

3

744811

4609056

4

744849

4609019

5

744920

4608931

6

745006

4608857

7

745087

4608772

8

745121

4608714

9

745075

4608698

10

744976

4608787

11

744928

4608830

12

744880

4608876

13

744821

4609001

14

744801

4609033

15

744723

4609092

16

744625

4609188

S= 3,31 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – შპს „Mix-მშენებელი“ ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ;

დ) სასარგებლო წიაღისეულის ამოღება განახორციელოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დადგენილი პირობების დაცვით.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი