შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1632
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024350
  • Word
1632
03/08/2017
ვებგვერდი, 21/08/2017
000000000.00.003.024350
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1632

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 11 პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების (ახალსოფელი, ნორიო, მარტყოფი) წყალმომარაგების ქსელის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სამი თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 51 000 (ორმოცდათერთმეტი ათასი) მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

X

Y

1

513873

4623986

2

513952

4623920

3

513953

4623814

4

513948

4623748

5

513793

4623670

6

513794

4623879

S= 36796 მ2

WGS 1982.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებულმა პირმა – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ უზრუნველყოს:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 8 870 (რვა ათას რვაას სამოცდაათი) ლარის გადახდა ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

3. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი