დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1612 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024349 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1612
2017 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „ბლექ სი არენა ჯორჯიამ“ (ს/ნ: 405158804), 2017 წლის განმავლობაში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში ტურიზმის ხელშეწყობისა და ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, კონცერტებისა და მუსიკალური ფესტივალების ჩატარების მომსახურებ(ებ)ის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით 2000000 (ორი მილიონი) ლარის ფარგლებში, საკუთარი სახსრებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებითა და ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები