„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №301 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ნუტრიმაქსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1610
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024347
  • Word
1610
03/08/2017
ვებგვერდი, 22/08/2017
000000000.00.003.024347
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №301 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ნუტრიმაქსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1610

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №301 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ნუტრიმაქსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №301 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე (გარდა №01.18.13.034.030 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების, ფრინველებისა და თევზების საკვების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ნუტრიმაქსი“ (ს/კ: 206330709, ყოფილი: შპს „აგრო თრეიდინგ ჯორჯია“) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან 2015 წლის 10 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 11 მარტიდან ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შპს „ნუტრიმაქსმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოცემიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში 107 604 (ას შვიდი ათას ექვსას ოთხი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.

4. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ძალაში შევიდეს ამავე განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი