შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1631
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024346
  • Word
1631
03/08/2017
ვებგვერდი, 21/08/2017
000000000.00.003.024346
შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1631

2017 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის მე-11-მე-13 პუნქტების საფუძველზე, ბაკურციხე-გურჯაანის (გურჯაანის შემოვლითი გზა) გზის მშენებლობის მიზნით, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ (ს/ნ: 204477734) 7 თვის ვადით გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 128 000 (ას ოცდარვა ათასი) მ3 ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1

572303,19

4616751,35

2

572297,28

4616754,95

3

572227,55

4616797,44

4

572201,43

4616814,03

5

572189,96

4616821,15

6

572159,00

4616840,39

7

572129,53

4616860,15

8

572113,24

4616871,07

9

572126,56

4616899,93

10

572174,67

4616991,80

11

572205,79

4617041,17

12

572250,13

4617091,14

13

572254,42

4617093,74

14

572261,61

4617098,09

15

572271,96

4617103,71

16

572284,24

4617103,13

17

572291,20

4617103,11

18

572334,91

4617097,41

19

572343,71

4617096,37

20

572349,71

4617099,30

21

572362,75

4617097,78

22

572412,31

4617087,96

23

572422,16

4617086,59

24

572422,56

4617083,13

25

572419,37

4617011,84

26

572417,67

4617006,10

27

572359,02

4617043,08

28

572259,29

4616876,34

29

572345,29

4616835,70

30

572312,49

4616767,92

31

572309,85

4616764,50

S= 5,09 ჰა

WGS 1982.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ ვალდებულია, უზრუნველყოს:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკ­რებ­ლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით;

გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 22 261 (ოცდაორი ათას ორას სამოცდაერთი) ლარის გადახდა ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

დ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა.

3. შპს „კომპანია ბლექ სი გრუპმა“ წიაღითსარგებლობის ობიექტზე სამუშაოები აწარმოოს შპს „დელტა კომმის“ მიერ დადგენილი პირობების დაცვით.

4. შპს „კომპანია ბლექ სი გრუპის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                 გიორგი კვირიკაშვილი