დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტის - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისათვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1629 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024342 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1629
2017 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტის – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიისათვის სახელმწიფო შესყიდვების განსახორციელებლად წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, სსიპ – სასწავლო უნივერსიტეტს – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას მიეცეს თანხმობა, ჰაერის კონდიცირების საშუალებების (CPV - 42512000) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები