საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ზოგიერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1603
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/08/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024341
  • Word
1603
01/08/2017
ვებგვერდი, 18/08/2017
000000000.00.003.024341
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ზოგიერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1603

2017 წლის 1 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ზოგიერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სსიპ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარეკლამო მომსახურების, რეკრუტირების მომსახურების, სააგენტოების/ორგანიზაციების მომსახურებისა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა 2017 წლის განმავლობაში განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, ამავე პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვისას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელონ წინასწარი ანგარიშსწორება, წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტიის წარდგენის გარეშე.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სააგენტოების/ ორგანიზაციების მომსახურების (უცხოელი სტუდენტების მოზიდვასთან დაკავშირებული მომსახურება) შესყიდვისას შესყიდვის ობიექტის ღირებულება განსაზღვრონ არაუმეტეს სააგენტოების/ორგანიზაციების მიერ მოზიდულ უცხოელ სტუდენტთა მიერ გადასახდელი სწავლის საფასურის ჯამის 10%-ით.

პრემიერ-მინისტრი                                               გიორგი კვირიკაშვილი