დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1602 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/08/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.024337 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1602
2017 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე წინასწარი თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №33 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცეს წინასწარი თანხმობა, 7 (შვიდი) ერთეული კამერისა და შესაბამისი აპარატურის (CPV კლასიფიკატორის კოდი – 32300000 – ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა) შესყიდვა განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები