ელექტრონული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ელექტრონული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1597
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/07/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2017
ძალაში შესვლის თარიღი 27/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024334
  • Word
1597
27/07/2017
ვებგვერდი, 18/08/2017
000000000.00.003.024334
ელექტრონული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1597

2017 წლის 27 ივლისი

ქ. თბილისი

ელექტრონული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 19 ივლისს ამოქმედებული ცვლილებების გათვალისწინებით, ამავე კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომელთაც 2017 წელს მიეცათ თანხმობა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე, 2017 წლის 19 ივლისიდან საქართველოს მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებებში მითითებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 15მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შესაბამის ვადებში.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება ვრცელდება 2017 წლის 19 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი